სპორტული ავტომობილების მწარმოებელმა ჰოლანდიურმა კომპანია Donkervoort-მა ახალი D8 GTO-RS შეიმუშავა. ამ სახელით კომპანიამ ავტომობილი პირველად 12 წლის წინათ გამოუშვა და მან 2005 წელს ნურბურგრინგის ჩრდილოური მარყუჟის სერიული ავტომობილების რეკორდი (7 წუთი დ 14.89 წამი) დაამყარა, რომელმაც ორი წელი გაძლო.

ახალ D8 GTO-RS-ით „დონკენფოორტს“ ახალი რეკორდის დამყარება დაგეგმილი არ აქვს, თუმცა თავის კლიენტებს პირდბა, რომ ეს „განსაკუთრებულიD8 GTO“ იქნება. კომპანიის ინჟინრებმა მის მომზადებას ორი წელი მოანდომეს. რადკალურად შეიცვალა D8 GTO აგებულება, როგორც ტექნიკური, ასევე დიზაინის თვალსაზრისით.

donkervoort-d8-gto-rs_2

ახალი D8 GTO-RS წინამორბედზე დიდი, აგრესიული და ექსტრემალურია. მას აქვს სახეშეცვლილი წინა ნაწილი, ასევე ახალი მოდერნიზებული აეროდინამიკური პაკეტი. კომპან ჯერჯერობით არ აქვეყნებს ახალი ავტომობილის აჩქარების და სხვა დინამიკურ მახასიათებლებს. ცნობილია, რომ ის აღჭურვილია Audi-ს წარმოების ხუთცილინდრიანი 2.5-ლიტრიანი ტურბო ძრავით (სერია TFSI), რომელიც ევრო6 სტანდარტს აკმაყოფილებს.

donkervoort-d8-gto-rs_1

ამ ძრავის სრულყოფისთვის, Donkervoort-მა გერმანელ მიმწოდებელ Bosch-ს მიმართა, რომლის სპეციალისტებმაც, აგრეგატის მართვის სისტემა დახვეწეს. გარდა ამისა, ძრავს დაემატა „ლონჩ კონტროლის“ ფუნქცია. ცნობისათვის, 2.5-ლიტრიან 380-ცხენისძალიანი ძრავით აღჭურვილ D8 GTO-ს ყველაზე ექსტრემალურ ვერსიას, ადგილიდან ასის აკრეფა 2.8 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 270 კილომეტრს აღწევს.

ახალი D8 GTO-RS ასევე დაკიდების ახალი სისტემითაც აღიჭურვა. ავტომობილს აქვს უფრო განიერი კვალი და თავიდან შემუშავებული მუხრუჭების სისტემა. ამ ცვლილებათა წყალობით, გაუმჯობესდა ჩაჭიდება (განსაკუთრებით წინა ბორბლების) და შესაბამისად, მანევრულობაც.

donkervoort-d8-gto-rs_3

კონსტრუქციაში უფრო ინტენსიურად არის გამოყენებული კარბონის კომპოზიტი, რითაც შესაძლებელი გახდა ავტომობილის წონის შემცირება. ამ მასალით დამზადდა სატრანსმისიო გვირაბი, კარის შიდა პანელები, ინტერიერის დეტალები, აეროდინამიკური ელემენტები და სხვა.

Donkervoort D8 GTO-RS-ის სასტარტო ფასია 151 173 ევრო (გადასახადების გარეშე). ჰოლანდიური კომპანია ამ ავტომობილს მხოლოდ 40 ცალს დაამზადებს და როგორც გვატყობინებს, 21-ზე შეკვეთა უკვე მიღებული აქვს.