დაკარის რალი მარათონის დაწყებამდე თვენახევრით ადრე, „პეჟომ“ თავისი სარბოლო ბაგის ტიპის უკანა ამძრავიანი ავტომობილი, 2008 DKR-ი საბრძოლო, სპონსორ „რედ ბულის“ ფორმაში გამოწყობილი წარმოადგინა. ეს ავტომობილი აქამდე „უმად“, კარბონის კომპოზიტის მუქ ფერებში გადიოდა ტესტებს.

2008 DKR-ი ფრანგული კომპანიის ყველაზე პატარა და ყველაზე პოპულარული ქროსოვერის ბაზაზეა შექმნილი, რომელიც მის განკარგულებაში არსებული ყველაზე მძლავრი ძრავით აღჭურვა. ესაა 3.2-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი დიზელი, რომელიც 350 ცხენის ძალას და 600 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ძრავი ბაზაშია განლაგებული. მასთან 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფია დაკავშირებული.

Reveals

ამ ავტომობილით, „პეჟო“ დაკარს 25-წლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება. კომპანია ამისათვის იმდენად სერიოზულად ემზადება, რომ ავტომობილი მაროკოში ტესტებზე ათასობით კილომეტრი გაიარა. როგორც „პეჟოს“ მრბოლი, სახელოვანი ფრანგი სტეფან პეტერანსელი ამბობს, ჩრდილოაფრიკულ უდაბნოში ტესტებისას, 2008 DKR-მა თავისი საუკეთესო თვისებები გამოავლინა. ამაში კი მას ის გარემოება დაეხმარა, რომ მისი საკიდარის სვლა 460 მილიმეტრს აღწევს და ავტომობილი უზარმაზარ, 37-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომელიც „მიშლენის“ წარმოების საბურავებითაა შემოსილი.

პეტერანსელის გარდა, დაკარზე „პეჟო 2008 DKR-ით“ კლასიკურ რალიში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ესპანელი კარლოს საინსი და ანდორელი/ფრანგი სირილ დეპრე იასპარეზებენ.