შვეიცარიელი ფოტოხელოვანი ფაბიან ოეფნერი ცნობილია, როგორც ფოტოგრაფიის ახალი მიმართულების, როგორც თავად უწოდა, „დაშლის“ ფუძემდებელი. მის ფოტოებზე ლეგენდარული ავტომობილები ისეა გამოსახული, თითქოს გზაზე იშლებიან და მათი ნაწილები ჰაერში იფანტებიან. კომპიუტერის და ციფრული ტექნოლოგიების საუკუნეში ასეთი ფოტოები არავისთვის უნდა იყოს გასაკვირი რომ იგი სამგანზომილებიანი ბეჭდვის საშუალებასაც კი იძლევა…

Porsche 956

მაგრამ ამ შემთხვევაში, ფოტოს შექმნაში კომპიუტერს მხოლოდ დამხმარეს დანიშნულება აქვს. ყველაფერი, რაც ფოტოზე ჩანს, ავტომობილიდან სივრცისკენ გამოტყორცნილი ნაწილები, ფოტოგრაფირებულია. კომპიუტერი კი მრავალი ფოტოს ერთ მთლიანში გაერთიანების საშუალებას იძლევა. „დაშლის“ პირველი სერიის გამოფენა ოეფნერმა 2013 წელს მოაწყო. ისინი ამჟამად დუბაის „M.A.D გალერიშია“ გამოფენილი და პირველ სერიას მალე მეორეც დაემატება.

თავისი კომპლექსური ფოტოებისთვის, ოეფნერი მასშტაბურ ასაწყობ მოდელებს იყენებს, რომლებიც დიდი სიზუსტით იმეორებენ ორიგინალურ ავტომობილებს. ფოტოებზე მუშაობისას, ხელოვანი პირველ რიგში, ავტომობილებს შლის და ყოველ ნაწილს, იმ პოზიციაში აფიქსირებს, რომელშიც სურს რომ ფოტოზე ჩანდეს. შემდეგ მათ ფოტოს უღებს. ყველა ნაწილის და აწყობილი მოდელის ფოტო სესიის დასრულების შემდეგ, შვეიცარიელი ხელოვანი კომპიუტერის დახმარებით, ასეულობით ფოტოს, ერთ მთლიანში აერთიანებს.

Maserati 250F

ოეფნერმა ასეთი „დაშლა“ ლეგენდარულ ავტომობილებს – 1936 წლის სარბოლო Auto Union Type C-ს, 1957 წლის Maserati 250F-ს, 1969 წლის Ford GT40-ს, 1934-1940 წლების Bugatti 57 SC-ს და 1982 წლის სარბოლო პროტოტიპ Porsche 956-ს ჩაუტარა. ხელოვანი თავის ფოტოინსტალაციებს საკმაოდ ძვირად ჰყიდის. თუმცა პირველი სერიის ფოტოები შედარებით იაფია – თითოეულს დაახლოებით 1 900 შვეიცარიულ ფრანკად შეიძენთ. მეორე სერიის „დაშლის“ ფოტოების ღირებულება კი მნიშვნელოვნად გაიზარდა – თითოეული დაახლოებით 19 000 დოლარი ღირს.

Bugatti 57 SC

Auto Union Type C

Swiss artist Florian Oefner