კომპანია „დელფი ავტომოტივის“ მიერ ავტონომიური სისტემებით აღჭურვილმა ქროსოვერმა „აუდი Q5-მა“, წარმატებით დაასრულა ტრანსამერიკული უპილოტო მოგზაურობა სან ფრანცისკოდან ნიუ იორკამდე. ავტომობილმა ჯამში დაახლოებით 5470 კილომეტრი გაიარა და ამ მანძილის 99 პროცენტი მძღოლის გარეშე დაფარა.

Delphi-ს ინჟინრებმა ეს მოგზაურობა, მათ მიერ შემუშავებული სისტემების კვლევისა მათი მუშაობისას ინფორმაციის შესაგროვებლად გამოიყენეს, რაც მათ უსაფრთხოების აქტიური ტექნოლოგიების განვითარებასა და ავტონომიური სისტემების დანერგვაში დაეხმრება. მართლაც, ვოიაჟის დროს, სულ სამი ტერაბაიტი ინფორმაციის შეგროვება მოხერხდა. ცნობისათვის, ეს მოცულობა დაახლოებით 30 პროცენტით მეტია იმ ბეჭდური მასალის მოცულობაზე, რაც აშშ-ის კონგრესში ინახება.

Delphi-autonomous-vehicle-11

„ჩვენმა ავტომობილმა ამ შორეული მოგზაურობისას ძალიან კარგად იმუშავა, რამაც ჩვენს მოლოდინსაც გადააჭარბა. ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ ამ ვოიაჟის დროს შევაგროვეთ, უსაფრთხოების არსებული აქტიური სისტემების სრულყოფაში და მომავალი პროდუქტების შემუშავებაში დაგვეხმარება. ამის წყალობით, ჩვენს მომხმარებლებს უმაღლესი დონის ტექნოლოგიებს მივაწვდით“, – ამბობს „დელფის“ ტექნოლოგიების უფროსი მენეჯერი ჯეფ ოუენსი.

მოგზაურობა ნაპირიდან-ნაპირამდე ცხრა დღე გრძელდებოდა. უპილოტო ავტომობილმა 15 შტატის ტერიტორიაზე გაიარა. ავტომობილს ტრაფიკში, რეკონსტრუირებად გზებზე, ხიდებზე, გვირაბებში და სხვადასხა ამინდის პირობებში მოძრაობა მოუწია. „დელფის“ ავტონომიური ავტომობილი, სხვადასხვა მოწინავე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, რომელთა შორისაც, კამერები, რადარები, უსაფრთხოების აქტიური სისტემები და მართვის ელექტრონული სისტემაა.

Delphi-autonomous-vehicle-6