„იაგუარ ლენდ როვერის“ სპეციალური ოპერაციების (SVO) დივიზიონმა, „ლენდ როვერ დიფენდერის“ სპეციალური ვერსია შეიმუშავა, რომლის დანიშნულებაც, რაგბის უებ ელისის თასის 100-დღიანი ტურის დროს, მისი ტრანსპორტირებაა. ტური ბრიტანეთს შემოუვლის და ის რაგბში მსოფლიო თასს ეძღვნება.

სპეციალური „დიფენდერი“ უებ ელისის თასის ერთგვარი კაბინეტია შუშის ფანჯრებით. ის იმ ძველი „დიფენდერის“ ბაზაზე შეიქმნა, რომელიც მალე დატოვებს ბაზარს. „კაბინეტი“ ავტომობილის უკანა ნაწილში განლაგდა. მისი განთება, შიდა ტემპერატურა და ჩამკეტი მექანიზმი, სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი მოწყობილობით კონტროლდება. თასის კაბინეტში ასევე 40-დუიმიანი ტელევიზრი განლაგდა.

Land Rover creates unique Defender to show off rugby's Webb Ellis Cup2

სპეციალური ავტომობილი, „დიფენდერის“ ვერსია „ავტობაიოგრაფის“ ბაზაზე დამზადდა. ეს ავტომობილი აღჭურვილია 2.2-ლიტრიანი დიზელის ძრავით, რომლის სიმძლავრე 148 ცხენის ძალაა. სავარძლები უინძორის მარკის ტყავშია გამოწყობილი. ავტომობილი აღჭურვილია თხევადკრისტალური (LED) მთავარი ფარებით, ძარა კი, მსოფლიო თასის თემაზე შექმნილი სპეციალური ნახატებითაა გაფორმებული.

Land Rover creates unique Defender to show off rugby's Webb Ellis Cup4

„ჩვენთვის დიდი პრივილეგა იყო ამ ერთჯერად „ლენდ როვერზე“ მუშაობა. რაგბის მსოფლიო თასისთვის შექმნილი „დიფენდერი“ შესანიშნავი საშუალებაა ჩვენი სპეცალური ავტომობილების ოპერაციების დივიზიონის შესაძლებლობათა წარმოსაჩენად. ლუქს კლასის ინტერიერში, თასის კაბინეტის მოწყობა, რომელიც ილუმინაციებით ნათდება, ძალიან გულმოდგინედ შეიქმნა, რათა უებ ელისის თასის სამოგზაუროდ, განსაკუთრებული პლატფორმა მოგვემზადებინა“, – ამბობს SVO-ს შეფი ჯონ ედვარდსი.

Land Rover creates unique Defender to show off rugby's Webb Ellis Cup5