ახლა უკვე ცნობილია, რომ ახალი Defender-ი, კონცეპტუალური DC100-ის სტილში არ შესრულდება. ეს ავტომობილი თავის დროზე, ბევრმა არ მოიწონა, ბევრმა კი – პირიქით. მაგრამ ფაქტია, რომ მას რამდენიმე ვერსია ჰქონდა და მის ბაზაზე, რამდენიმე პროექტიც მომზადდა. ესე იგი მისი წარმოების შემთხვევაში, ეს ავტომობილი უყურადღებოდ არ დარჩებოდა.

ამის საილუსტრაციოდ, ინტერნეტ გამოცემა „ქარვაუს“ შეკვეთით, DC100-ის რამდენიმე ვერსიის ესკიზი შეიქმნა, რომლებიც გვიჩვენებენ, როგორი იქნებოდა სხვადასხვა, მათ შორის სამხედრო და დედოფალ ელიზაბეთ მეორის პირადი ტრანსპორტის ამპლუაში.

Land Rover Defender renderings1

Land Rover Defender renderings4

Land Rover Defender renderings3

Land Rover Defender renderings2

მართალია, ახალი Defender-ი ბაზარზე 2019 წელზე ადრე ვერ გამოვა, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ მის პლატფორმაზე, ავტომობილებს რამდენიმე განსხვავებული ძარით ააგებენ. განსხვავებული იქნება ბაზების სიგრძეც. ამ მხრივ, მყიდველს ორ ვერსიას სტანდარტული და გრძელი ბაზით, შესთავაზებენ.

გარდა ამისა, ახალი „დიფენდერი“ სრულიად დამოუკიდებელი დაკიდების სისტემით და სრულ ამძრავიანი ტრანსმისიით აღიჭურვება. გარდა ამისა, მისი სტრუქტურის მეტი წილი ალუმინით და სხვა მსუბუქი მასალებით დამზადდება. შესაბამისად, ის სიმსუბუქითაც გამორჩეული იქნება.

როგორც Jaguar Land Rover-ის დიზაინის დირექტორი ჯერი მაკგოვერნი ამბობს, ახალი Defender-ზე მუშაობა უკვე დასრულებულია. ოღონდ, ბრიტანული კომპანია მის ჩვენებას ჯერჯერობით არ აპირებს.