15 ოქტომბერს, კვირა დღეს რუსთავის ავტოდრომზე დრიფტში საქართველოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპი ჩატარდება. ასპარეზი როგორც პროფესიონალურ ასევე მოყვარულ პილოტებს შორის გაიმართება.

ფინალური ეტაპი 13:00 საათზე დაიწყება. იქამდე ასპარეზში მონაწილე მრბოლელები კვალიფიკაციის ეტაპს გაივლიან. შეჯიბრში მონაწილეთა ზუსტი რაოდენობა ამ ეტაპზე ცნობილი არ არის, ვინაიდან პარასკევს დაწყებული რეგისტრაცია მხოლოდ შაბათს დილით დასრულდება.

დრიფტის ჩემპიონატზე დასწრების მსურველები ბილეთის შეძენას ადგილზე შეძლებენ. ბილეთის ღირებულება 5 ლარია. ორგანიზატორების – საქართველოს დრიფტის და დრაგის ფედერაციის თქმით, წინ წლის ჩემპიონის გამოსავლენად დაძაბული სანახაობა გველის. იქნება ბევრი ბოლი, დადებითი ემოციები და მაყურებლებისთვის გათამაშებული უამრავი პრიზები!

ღონისძიების განრიგი კი ასე გამოიყურება:

  • 09:00 – რეგისტრაცია;
  • 10:00 – ბრიფინგი;
  • 12:20 – კვალიფიკაცია (PRO კლასი);
  • 14:00 – შეჯიბრის დაწყება / მრბოლელების წარდგენა;
  • 14:20 – PRO კლასის შეჯიბრი;
  • 18:30 – მოყვარულების შეჯიბრი;
  • 19:30 – დაჯილდოვება;