ეს დღეც დადგა – დათა ქაჯაია TCR-ის საერთაშორისო სერიის რბოლის კვარცხლბეკზე ავიდა და ეს მისი მაქსიმუმი არაა. დროთა განმავლობაში, ქართველი მრბოლის შედეგები კიდევ უფრო გაუმჯობესდება. მთავარია, მისმა გუნდმა Liqui Moly Team-მა თავისი „ფოლკსვაგენები“ ისევე კარგად მოამზადოს, როგორც ამას იმავე ავტომობილით მოასპარეზე „ლეოპარდი“ აკეთებს.

TCR series Imola, Italy 22 May 2016

ერთი რამის გამოსწორება სეზონის ბოლომდე ვერ მოხერხდება და ეს „ერთი რამ“ სტარტია – TCR-ის რეგლამენტით, ძრავის მართვის პროგრამის შეცვლა არ შეიძლება. არადა დათას „გოლფი“ სტარტზე დაბალი ბრუნვებით მუშაობს, რაც რბოლის დასაწყისშივე წამგებიან მდგომარეობაში აყენებს. მაგრამ იმოლას რბოლებისას გამოჩნდა, რომ გამარჯვებისთვის ბრძოლა მაინც შესაძლებელია.

TCR series Imola, Italy 22 May 2016

სხვათა შორის, იმოლას პერსპექტივა ჯერ კიდევ სპაზე რბოლისას გამოისახა, როცა კვალიფიკაციაში ჩავარდნის შემდეგ, გუნდმა დათას მანქანა რბოლისთვის მეტნაკლებად კარგად მოუმზადა და მართალია, ჩვენებურმა იქიდან ცოტა ქულა წამოიღო, მაგრამ რაც მთავარია, თითქმის გამარჯვებულების ტემპში განვლო ორივე რბოლა.

იმოლაში გამოჩნდა, რომ სპაზე გაჩენილ იმედს საფუძველი ჰქონდა. დათამ კვალიფიკაცია მესამე ადგილით დაასრულა და შექმნა იმის წინაპირობა, რომ რბოლაში მოწინავე პოზიციებისთვის ებრძოლა. მან პირველი რბოლა მესამე პოზიციიდან დაიწყო და მესამეზევე დაასრულა. რბოლის დასაწყისში მან პეპე ორიოლას გაასწრო, რომელმაც შემდეგ დაიბრუნა პოზიცია, თუმცა ქართველმა ისევ გაასწრო. მაგრამ საბოლოოდ, ესპანელმა შეძლო მეორეზე გადასვლა და ფინიშსაც ამ პოზიციაზე უწია. გამარჯვება კი მოქმედმა ჩემპიონმა, შვეიცარიელმა სტეფანო კომინიმ მოიპოვა, რომელმაც შესანიშნავი სტარტი აიღო. არ გაუმართლა პოულის მფლობელ ჯანი მორბიდელის, რომელიც მართალია მწვანე შუქზევე დაწინაურდა, მაგრამ რბოლის დასაწყისშივე საჭის გამაძლიერებელი დაუზიანდა და ჩამორჩა. თან სანამ გაჩერდებოდა, თანაგუნდელი ალენ მენუ დაეჯახა.

TCR series Imola, Italy 22 May 2016

რევერსული წესის შესაბამისად, დათა მეორე რბოლის სტარტზე მე-7 პოზიციაზე განლაგდა, მაგრამ სტარტზე ორი პოზიცია დაკარგა. მან ერთი მალევე დაიბრუნა, შემდეგ კი მე-7 ადგილისთვის „ლეოპარდის“ პილოტების, კომინის და ვერნის გასწრება სცადა, მაგრამ ამაოდ. სანამ ისინი იბრძოდნნ, მათ ჯგუფს ხორდ ორიოლა წამოეწია და მალე დათას გაუარა. მართალია, ქაჯაიამ მალევე დაიბრუნა დაკარგული პოზიცია, მაგრამ ატილა ტასის ჩამოტოვება ვეღარ შეძლო და მერვე ადგილს დასჯერდა.

გამარჯვება კი მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა მიხაილ გრაჩოვმა მოიპოვა, რომელიც იმოლას წინ, „ვესტქოუსტ რეისინგში“ გადავიდა და მორბიდელის თანაგუნდელი გახდა. „ჰონდა სივიკით“ კი მეორე რბოლაშივე შეძლო თავის გამოჩენა. ამით კი დაამტკიცა, რომ თუ აქამდე არ ჩანდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ამის საშუალებას, „ენგსტლერის“ მიერ მომზადებული „ფოლკსვაგენ გოლფი“ არ აძლევდა. არადა, გერმანულ გუნდში ყოფნისას, ქაჯაიას გვერდით თითქმის არ ჩანდა…

რბოლა 1, 14 წრე

  1. სტეფანო კომინი (შვეიცარია, ფოლკსვაგენი) 28’11.944
  2. პეპე ორიოლა (ესპანეთი, სეატი) 28’14.179 (2.235)
  3. დათა ქაჯაია (საქართველო, ფოლკსვაგენი) 28’15.272 (3.328)
  4. სერგეი აფანასიევი (რუსეთი, სეატი) 28’22.514 (10.570)
  5. მატ’ო ჰომოლა (სლოვაკეთი, სეატი) 28’27.367 (15.423)
  6. ჟან-კარლ ვერნი (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი) 28’29.077 (17.133)
  7. ხორდი ხენე (ესპანეთი, ფოლკსვაგენი) 28’29.212 (17.268)
  8. ატილა ტასი (უნგრეთი, სეატი) 28’30.644 (18.700)
  9. მიხაილ გრაჩოვი (რუსეთი, ჰონდა) 28’33.291 (21.347)
  10. კარლოტა ფედელი (იტალია, სეატ კაპი) 28’41.463 (29.519)
  11. ალესანდრა ნერი (იტალია, სეატ კაპი) 29’00.670 (48.726)
  12. დუშან ბორკოვიჩი (სერბეთი, სეატი) 22’33.062 (3 წრე)

გ. ხორდი ორიოლა (ესპანეთი, ჰონდა) – 7 წრე

გ. ჯეიმს ნეში (ბრიტანეთი, სეატი) – 8 წრე

გ. ჯანი მორბიდელი (იტალია, ჰონდა) – 10 წრე

გ. ალენ მენუ (შვეიცარია, ჰონდა) – 10 წრე

შენიშვნა: გ – გამოეთიშა

რბოლა 2, 13 წრე

  1. მიხაილ გრაჩოვი (რუსეთი, ჰონდა) 25’07.401
  2. მატ’ო ჰომოლა (სლოვაკეთი, სეატი) 25’09.196 1.795
  3. სტეფანო კომინი (შვეიცარია, ფოლკსვაგენი) 25’09.839 2.438
  4. ჟან-კარლ ვერნი (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი) 25’10.347 2.946
  5. პეპე ორიოლა (ესპანეთი, სეატი) 25’11.208 3.807
  6. ხორდი ხენე (ესპანეთი, ფოლკსვაგენი) 25’16.099 8.698
  7. ატილა ტასი (უნგრეთი, სეატი) 25’18.922 11.521
  8. დათა ქაჯაია (საქართველო, ფოლკსვაგენი) 25’19.190 11.789
  9. ხორდი ორიოლა (ესპანეთი, ჰონდა) 25’20.208 12.807
  10. ალენ მენუ (შვეიცარია, ჰონდა) 25’20.781 13.380
  11. კარლოტა ფედელი (იტალია, სეატ კაპი) 25’40.446 33.045
  12. ალესანდრა ნერი (იტალია, სეატ კაპი) 25’48.474 41.073

გ. ჯანი მორბიდელი (იტალია, ჰონდა)                           12 წრე

გ. სერგეი აფანასიევი (რუსეთი, სეატი)                          0 წრე

სგ. ჯეიმს ნეში (ბრიტანეთი, სეატი)                                0 წრე

სგ. დუშან ბორკოვიჩი (სერბეთი, სეატი)                        0 წრე

შენიშვნა: გ – გამოეთიშა, სგ – სტარტის გარეშე

კლასიფიკაცია 8 რბოლის შემდეგ:

  1. პეპე ორიოლა – 116 ქულა; 2. სტეფანო კომინი – 101; 3. ჯანი მორბიდელი – 85; 4. ჯეიმს ნეში – 82; 5. მატ’ო ჰომოლა – 77; 6-7. ჟან-კარლ ვერნი და სერგეი აფანასიევი – 68; 8. აკუ პელინენი – 63; 9. დათა ქაჯაია – 48; 10. დუშან ბორკოვიჩი – 47; 11. მიხაილ გრაჩოვი – 31; 12-13. ანტი ბური და ხორდი ხენე – 16; 14-15. კევინ გლისონი და ატილა ტასი – 12…