Daimler-ის ხელმძღვანელობა საავტომობილო ინდუსტრიის მომავალს ელექტრომობილებს უკავშირებს და შესაბამისად, ამ ტექნოლოგიების გასავითარებლად, 10 მილიარდი ევროს ინვესტირებას გეგმავს. გერმანულმა გიგანტმა თავისი პირველი მერცხალი პარიზის მოტორ შოუზე გვიჩვენა Mercedes-Benz-ის კონცეპტ Generation EQ-ს სახით.

გერმანულ მედიასთან საუბრისას, კომპანიის კვლევისა და განვითარების შეფმა თომას ვებერმა განაცხადა, რომ Mercedes-ი დიდი მონდომებით მუშაობს ელექტრულ ტექნოლოგიებზე. მისი თქმით, შტუტგარტელები 2025 წლამდე 10 ელექტრომობილის გამოშვებას აპირებენ. ყველა მათგნი, ერთსადა იმავე არქიტექტურაზე აიგება და მათი წარმოების ათვისება დაახლოებით 10 მილიარდი ევრო დაჯდება.

ამ ათიდან, სამი მოდელი Smart-ის ბრენდით გამოვა და მათი სვლის სიშორე 700 კილომეტრს მიაღწევს ერთ დამუხტვაზე. დანარჩენ 7 მოდელს კი ახალი ბრენდი EQ გამოუშვებს, რომელიც Daimler-მა ელექტრომობილების გამოსაშვებად ჩამოაყალიბა. ახალ არქიტექტურა მოდულურია და მასზე სხვადასხვა ზომის ავტომობილების დამყნობა შეიძლება. Mercedes-Benz-ი მას სპეციალურად ბრენდ EQ-სთვის ქმნის. ამ ბრენდით პირველი ავტომობილი კი ბაზარზე ალბათ 2019 წელს გამოვა. სავარაუდოდ, ის ქროსოვერი იქნება. მის გარდა, EQ-ს ოჯახში კიდევ ორი ქროსოვერი და ორიც სედანი შევა. შემდგომში კი ის კიდევ უფრო გაფართოვდება.