შანჰაის ავტო შოუზე, „სიტროენი“ თავის ახალ კონცეპტუალურ ქროსოვერ „ეარქროსს“ წარადგენს, პრემიერამდე ცოტა ხნით ადრე კი მისი ფოტოები გაავრცელა და პროექტის მიზანი გაგვაცნო. ფოტოებზე საკმაოდ უხეში, თუმცა საკმაოდ მიმზიდველი ფორმების მქონე ავტომობილია ასახული. ეს კი იმაზე მიგვანიშნებს, რომ „ეარქროსი“ ყველგანმავლის თვისებებით უნდა გამოირჩეოდეს.

ფრანგული კომპანია თავისი განმარტებით გვატყობინებს, რომ ამ კონცეპტის დახმარებით, საკუთარ ამბიციურ საერთაშორისო მიზნებზე მიგვანიშნებს. რეალურად, ეს არის მოდელ „C4 კაქტუსის“ პრემიუმ დონის ინტერპრეტაცია. იმავე „C4 კაქტუსის“ მსგავსად, ავტომობილის ძარას დამცავი ამონაბორცვები (ალოი ბამპს) აქვს, ოღონდ ისინი ჰაეროვანი (ეარბამპს) არაა. ამ „ბორცვების“ მთავარი შემადგენელია ალუმინის ბადე და მყარი კაუჩუკის მინი ბამპერები.

Citroen-Aircross-15

„ეარქროსი“ პლაგ-ინ ჰიბრიდული სისტემითაა აღჭურვილი, რომელშიც მთავარ როლს, 1.6-ლიტრიანი ტურბო ძრავი ასრულებს. მისი სიმძლავრე 218 ცხენის ძალაა და ის წინა ბორბლებს ატრიალებს. ელექტრო ძრავი კი 95 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და ის უკანა ბორბლებს ემსახურება. ავტომობილს მხოლოდ ელექტრო ენერგიით 50 კილომეტრის გავლა შეუძლია. უფრო მეტისთვის კი საქმეში ზემოთ ნახსენებ შიდაწვის ძრავთან დაკავშირებული გენერატორი ირთვება, რომელიც ელემენტების ბლოკს ენერგიით ავსებს.

ამ აღჭურვილობით, ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად 4.5 წამი ჰყოფნის, 100 კილომეტრს კი 1.7 ლიტრი ბენზინით გადის.

 Citroen-Aircross-4