შანჰაის ავტო შოუზე, „შევროლემ“ თავისი უახლესი კონცეპტუალური ელექტრომობილი, FNR წარადგინ, რომელიც ელექტრული ამძრავი სისტემის გარდა, ბევრი საინტერესო კონცეპციითაა საინტერესო. კერძოდ, ყურადღებას იმსახურებს მისი გარეგნობა, ინტერიერი, საკიდარი და მართვის ავტონომიური სისტემა. მოკლედ, ეს არის „შევროლეს“ ხედვა მომავლის ავტომობილზე.

კონცეპტი FNR „ჯენერალ მოტორსის“ „პან აზიური ტექნიკური საავტომობილო ცენტრის“ (PATAC) მიერაა შემუშავებული, რომელიც შანჰაიშია ბაზირებული. ავტომობილის საფუძვლად აღებულია ერთგვარი კაპსულის ტიპის სტრუქტურა. ძარა აღჭურვილია ერთგვარი პეპლის ფრთის სტილის კარები, რომლებიც ერთმანეთის საპირისპიროდ, ზევით იღება. განათებას ლაზერული ფასრები უზრუნველყოფს. ასევე ლაზერულია უკანა ფარები. ავტომობილის მოძრაობას მცირე ელექტრო ძრავები უზრუნველყოფს, რომლებიც ბორბლებში მოთავსდა. ელემენტების დამუხტვას უკაბელო სისტემა ემსახურება.

Chevrolet-FNR-Concept-3

ავტონომიური გადაადგილების უზრუნველსაყოფად, ავტომობილს არაერთი სისტემა ემსახურება, ომლებიც ადრე მხოლოდ ფანტასტიკის ჟანრის ფილმებში თუ ვნახავდით. ესენია სხვადასხვა ტიპის და დანიშნულების სენსორები და რადარები, რომლებიც მართვის ცენტრალურ სისტემასთან ერთად, უპილოტო გადაადგილებას უზრუნველყოფენ. ავტომობილი ასევე აღჭურვილია სისტემა „პერსონალ ასისტენტით“, რომელიც მგზავრობის საბოლოო წერტილის მითითებისას, ყველაზე ოპტიმალურ მარშრუტს შეგიდგენთ.

როდესაც ავტომობილი ავტონომიურ რეჟიმში იმოძრავებს, შესაძლებელი იქნება წინა სავარძლების 180 გრადუსით მოტრიალება. ამასთან, ავტონომიური რეჟიმის გამორთვას მძღოლი სპეცალური ჟესტიკულაციით მოახერხებს. როგორც ამერიკული კომპანია განმარტავს, ამ კონცეპციის მიზანს, მომავლის, ახალგაზრდა მომხმარებლების ყურადღების მიქცევა და იმ შესაძლებლობების დემონსტრირებაა, რომლებიც „ჯენერალ მოტორსს“ გააჩნია.

Chevrolet-FNR-Concept-9