გამოცემა Hot Rod-მა თავის ფურცლებზე 1972 წელს გამოშვებულ კაბრიოლეტ Chevrolet Corvette-ს ისტორია გაგვაცნო, რომელმაც დაზღვევის სიძვირის გამო, 45 წელი გარაჟში გაატარა. მისი ისტორია სწორედ 1972 წელს დაიწყო, როცა 22 წლის ჯიმ კევანმა Corvette ZR1-ის ყიდვა გადაწყვიტა.

მან კომპანიის დილერ Grabiak Chevrolet-ს მიაკითხა და დღეს უკვე ლეგენდარული Corvette ZR1 შეუკვეთა. მას ამის ფული კი ჰქონდა, მაგრამ კომპანიის ერთ-ერთ თანამფლობელს ურჩევია, რომ ZR1 პატარა ბიჭისთვის მეტისმეტად მძლავრი ავტომობილია და ღია Corvette Convertible ეყიდა. კევანმა დაუჯერა.

მან 454 Corvette იყიდა რაშიც სულ რაღაც, 6 200 დოლარი (იმ დროს სოლიდური თანხა იყო) გადაიხადა. მაგრამ მალე მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა. ეს მას შემდეგ მოხდა, როცა გაარკვია, რომ სუპერ ავტომობილის წლიური დაზღვევა 1 200 დოლარი ჯდებოდა. მან დაზღვევის თანხის გადახდა ვერ შეძლო და შესაბამისად, თავის შესანიშნავ ავტომობილსაც იშვიათად იყენებდა. ავტომობილს ამჟამად მხოლოდ 1 556 კილომეტრი აქვს გავლილი.

„ჩემი მეგობრები გაოცებულები მეკითხებოდნენ, როგორ ვითმენდი, როცა გარაჟში ახლათახალი Corvette მეყენა და მას არ ვმართავდი? მე ვპასუხობდ, რომ ახვა გზა არ მქონდა. გარისკვა არ შემეძლო. დაოჯახებას ვაპირებდი და სახლი უნდა შემეძინა და ამ დროს, დაზღვევის გარეშე მართვას ვერ გავრისკავდი. ამიტომ, ის გარაჟში დავაყენე“, – ყვება კევანი.

დღეს მას ამ ავტომობილის სოლიდურ ფასად გაყიდვა შეუძლია, თუმცა Hot Rod-ი კევანის გეგმებზე არაფერს წერს…