სადაზღვევო კომპანია ირაომ მისი ქვე-ბრენდის, “კასკო”-ს საპრომოციო კამპანია დაიწყო, რომელიც ავტმობილის ასტროლოგიურ პროგნოზზეა მორგებული.

ირაოს ვებ-გვერდ www.casco.ge და ასევე FB-ის გვერდზე შეგიძლიათ გაიგოით რომელი ნიშნის ქვეშ არის დაბადებული თქვენი ავტომობილი და მოისმინოთ თქვენი მანქანის ასტროლოგიური პროგნოზი. თქვენი ავტომობილის ხასიათის გაგების შემდეგ შეგიძლიათ კალკულატორით დათვალოთ თქვენი მანქანის დაზღვევის ფასი, რომელიც მორგებულია მძღოლის ინდივიდუალურ მონაცემებსა და კონკრეტული ავტომობილის ასტროლოგიურ ნიშანზე.

10424283_986261984722948_6775419677446162732_n

ირაოს ოფისებსა და WISSOL- ის ბენზიგასამართ სადგურებზე შეგიძლიათ მიიღოთ თქვენი მანქანის ასტროლოგიური სტიკერი, რომელიც ავტომობილზე უნდა დაიკრათ, იმის ნიშნად რომ ზრუნავთ თქვენი მანქანის ბედზე!

კამპანიის კრეატიული იდეა სარეკლამო კომპანია ABK-ს ეკუთვნის, ხოლო “კასკო”-ს ბრენდის სტრატეგია შემუშავდა დამოუკიდებელი კონსულტანტის უჩა ურუშაძის მიერ.