ავტომობილის მომსახურება ბევრ დროს და თანხებს მოითხოვს. ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ სრული სერვისით ისარგებლებთ და ყველაფერ საუკეთესოს მოისურვებთ. თუმცა არის მომსახურების რამდენიმე ძირითადი ასპექტი, რომლებიც ავტომობილის უსაფრთხო მდგომარეობაში შენარჩუნების საშუალებასაც მოგცემთ და ფულსაც მინიმალურად დაგახარჯინებთ.

საბურავები

tyresეს ავტომობილის ის ნაწილებია, რომლებიც გზასთან კონტაქტს უზრუნველყოფს. შესაბამისად, დიდი ყურადღება სჭირდებათ, რათა თქვენი მგზავრობა უსაფრთხო იყოს. და ვერანაირი თანამედროვე ტექნოლოგია ვერ უშველის საქმეს, თუ საბურავი დაზიანდა და ამან მართვის დაკარგვა გამოიწვია…

რა თქმა უნდა, საბურავს არ უნდა ჰქონდეს ვიზუალური დაზიანებები, ამასთან რეგულარულად უნდა შეამოწმოთ მათში ჰაერის წნევა. და რა თქმა უნდა, საბურავის პროტექტორი კარგ მდგომარეობაში უნდა იყოს. კარგი იქნება, თუ პროტექტორის სიღრმე 1.5 მილიმეტრს არ ჩამოსცდება. ამ შემთხვევაში, თქვენივე უსაფრთხოებისთვის უკეთესი იქნება, თუ ახალ საბურავებს დააყენებთ;

ძრავის ზეთი

oilძღავის ზეთის დანიშნულება, აგრეგატის მოხახუნე ზედაპირებს შორის ხახუნის შემცირებაა, რაც ამ ზედაპირებს სწრაფი ცვეთისა და მწყობრიდან გამოსვლისგან იცავს. ზეთი ამ ზედაპირებს შორის სივრცეს ავსებს და ამ ზედაპირების მთლიანობის დარღვევას უშლის ხელს.

იმისათვის, რომ ძრავმა გამართულად იმუშაოს და არ დაზიანდეს, რასაც ძალიან ძვირადღირებული რემონტი დასჭირდება, მასში ზეთის დონე ყოველ ორ კვირაში ერთხელ მაინც უნდა შემოწმდეს. ამასთან, ამ იოლი პროცედურის შესრულება, შორეული მგზავრობისას აუცილებელია. ზეთის დონე გიჩვენებთ, ძრავში ზეთი დასამატებელია, თუ – არა.

თუ შეამჩნევთ, რომ ზეთი ხშირადაა დასამატებელი, ეს სერიოზული პრობლემის მაუწყებელია, რასაც უკვე სპეციალისტის ჩარევა დასჭირდება;

მუხრუჭები

brakesეს სისტემაც ავტომობილის უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი გარანტიაა. ამიტომ დიდ ყურადღებას საჭიროებს.

აქ ყველაზე ცვეთადი ნაწილი, სამუხრუჭე ხუნდბია, რომლებიც ინტენსიურად ცვდება და დროთა განმავლობაში, თვისებებს კარგავს. თუ დამუხრუჭებისას, ბორბლების მხრიდან უჩვეული ღრჭიალის ხმა ისმის, ესე იგი, ხუნდები უნდა გამოიცვალოს!

შუქები

lightsღამით მოძრაობა ფარების გამართული მუშაობის გარეშე სახიფათოა როგორც თქვენთვის, ასევე სხვა ავტომობილების მძღოლებისთვის და ფეხმავლებისთვის.

თუ მთავარი ფარები აღარ ანათებს, ადვილად მიხვდებით, რომ ნათურები გამოსაცვლელია. მაგრამ ეს საკმარისი არაა. გამართულად უნდა მუშაობდეს როგორც მოხვევის ციმციმები, ასევე სამუხრუჭე ფარები (უკან). ამიტომ ყველა ფარი პერიოდულად უნდა აკონტროლოთ;

გაგრილება

coolantძრავი მუშაობისას ძალიან ხურდება. მას გაგრილება ესაჭიროება. ამას კი, სხვა კვანძებთან ერთად, რადიატორი უზრუნველყოფს. სითბოს გაცვლა კი გასაგრილებელი სითხის – წყლის ნარევის დახმარებით ხდება. თუ სისტემაში გამაგრილებელი სითხის დონე მოიკლებს, ეს ძრავის გაგრილებაზე უარყოფითად იმოქმედებს, რამაც შეიძლება მისი დაზიანება გამოიწვიოს. შედეგად, საჭირო გახდება ძრავის ძვირადღირებული რემონტი. ამიტომ, ყურადღება მუდმივად მიაქციეთ გაგრილების სისტემის ტემპერატურის მაჩვენებელს;

საქარე შუშის გამწმენდი სითხე

windscreen washerერთი შეხედვით, ეს მეორეხარისხოვანი რამაა. მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ მოულოდნელად, თქვენი მანქანის საქარე შუშა მოულოდნლად დაისვარა (მოძრაობისას). მაშინვე აღმოაჩენთ, რომ ვერაფერს ხედავთ და შუშა სასწრაფოდ უნდა გაირეცხოს! სწორედ აქ დაგჭირდებათ შუშის გამწმენდი სითხე. სხვათა შორის, თუ ავტომობილს ევროპაში მართავთ და გასვრილი საქარე შუშა შესაბამისმა სამსახურებმა შენიშნეს, სოლიდური ჯარიმა არ აგცდებათ. ბრიტანეთში კი, თუ შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ სითხის ავზი ცარიელია, ჯარიმის მოცულობამ შეიძლება 1000 გირვანქა სტერლინგსაც კი მიაღწიოს!