ძარის ტიპი, სახელად „შუტინგ ბრეიკ“, პოპულარულია სუპერ ავტომობილებში. მაგალითად, ასეთი ძარა აქვს Ferrari FF GTC4Lusso-ს და სარბოლო Ferrari 250 GT SWB Breadvan-ს, რომელსაც გრან ტურიზმოს კლასში არაერთი რბოლა აქვს მოგებული. შუტინგ ბრეიკ არის ერთგვარი კუპეს სტილის ფსევდო უნივერსალი. ამ ტიპის ავტომობილებს, სერიული კუპეს ბაზაზე ამზადებენ ხოლმე.

corvette-shooting-brake-becomes-reality-with-the-callaway-corvette-aerowagen_3

ამჟამად FF GTC4Lusso ბაზარზე ერთადერთი შუტინგ ბრეიკ-ძარიანი სუპერ ავტომობილია და რა თქმა უნდა, ძალიანძვირი ღირს. შედარებით ხელმისაწვდომ სეგმენტში კი ასეთ ავტომობილს არავინ აწარმოებს. თუმცა ამის გამოსწორებას ამერიკული სატუნინგო კომპანია Callaway Cars-ი აპირებს, რომელიც მალე Chevrolet Corvette-ს ბაზაზე, მის საკუთარ ვერსია Corvette AeroWagen-ს გამოუშვებს.

კომპანიამ „ვეტეს“ თავისი ვერსიისთვის, კარბონის კომპოზიტისგან სრულიად ახალი ძარა შექმნა, რომელიც მთლიანად კარბონის კომპოზიტისგან დამზადდება. ახალი ავტომობილის გარეგნობაში წინიდან ადვილად ამოიცნობა საბაზო Corvette, უკნიდან კი ძარა ძლიერ არის შეცვლილი. უპირველესად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ სახურავი დაგრძელდა და თითქმის ავტომობილის კუდს მიაღწია. ამის შედგად, გაიზარდა საბარგულის მოცულობა და უკეთესობისკენ შეიცვალა აეროდინამიკური მახასიათებლები.

corvette-shooting-brake-becomes-reality-with-the-callaway-corvette-aerowagen_6

საბაზისო ავტომობილად Callaway Cars-ი Stingray-ს და Z06-ს გამოიყენებს. ეს კი ნიშნავს, რომ მფლობელის განკარგულებაში 650 ცხენის ძალა მოექცევა. გარდა ამისა, Callaway Cars-ი მყიდველს ტოპ ვერსიასაც შესთავაზებს, რომლის ძრავიც, 757 ცხენის ძალას და 1 053 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ჯერჯერობით, მწარმოებელი ფასებზე არაფერს ამბობს.