ამ ავტომობილზე შეგიძლიათ თქვათ, რომ ესაა მსოფლიოში ყველაზე იაფი Bugatti Veyron-ი, ან მსოფლიოში ყველაზე ძვირი Mercury Cougar-ი. „იბეიზე“ მას 59 900 დოლარად აფასებენ. არადა, სულ ცოტა ხნის წინ, ავტორი მასში 82 000 დოლარის აღებას იმედოვნებდა.

Mercury-Cougar_C2_2001_1280x960_wallpaper_02

ამ „ვითომ ვეირონის“ ავტორმა, ბაზისად 2001 წელს გამოშვებული Mercury Cougar-ი გამოიყენა. ძარა და მისი ელემენტები შუშაბოჭკოვანი კომპოზიტისგან დაამზადა. ეს მასალა კიტქარების წარმოებისას შეუცვლელია და მართალია, კარბონს კონკურენციას ვერ უწევს, მაგრამ სასურველი ფორმების მისაღებად მოსახერხებელია.

ცნობისათვის, Mercury Cougar-ი შემუშავებულია Ford-ის ევროპული დივიზიონის მიერ. Mercury სწორედ ცისფერი ოვალის ბრენდი იყო, რომელიც ამერიკული კომპანიის რესტრუქტურიზაციის შემდეგ გაუქმდა. Cougar-ის პლატფორმა სედან Ford Contour-ისგან არის აღებული და მას წინა წამყვანი ბორბლები აქვს.

Bugatti Veyron is actually a  Mercury Cougar in disguise

პროექტის ავტორმა, Cougar-ის 2.5-ლიტრიანი V6 ძრავი, Mercury Sable-ის 3.0-ლიტრიანი V6-ით ჩაანაცვლა, რომელიც სულ რაღაც, 140 ცხენის ძალას და 217 ნიუტონმეტრს იძლევა. ავტორი ამბობს, რომ ამ ძრავს შემშვები და გამომშვები სისტემები შეუცვალა.

Bugatti Veyron is actually a  Mercury Cougar in disguise4

სულ ეს არის. ამაზე იტყვიან, ცხვრის ტყავში გამოწყობილი მგელიაო. თუმცა, ასეთ „ვეირონს“ პირიქით უფრო შეეფერება – ის მგლის ტყავში გამოწყობილი ცხვარია, რომელსაც ადრე „ქუგარი“, ანუ პუმა ერქვა…

Bugatti Veyron is actually a  Mercury Cougar in disguise3