სულ ექვსი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც Bugatti-მ თავისი ახალი ჰიპერ ავტომობილი Chiron-ი ჟენევის მოტორ შოუზე წარადგინა. ის 2.7 მილიონი დოლარი ღირს, თუმცა როგორც კომპანია იუწყება, შეკვეთა უკვე სულ ცოტა, 200 ცალზე მიიღო. რა თქმა უნდა, კარგი შედეგია, რადგან Chiron-ის წარმოება რამდენიმე წელზეა გათვლილი და ის გაუყიდავი არ დარჩება, თუმცა ისიც ფაქტია, რომ Ferrari-მ, McLaren-მა და Porsche-მ თავიანთი ჰიპერ ავტომობილების სრული ტირაჟები გაცილებით მოკლე დროში გაყიდეს.

Bugatti_Chiron_The_Quail_03

საინტერესოა, რომ Bugatti-მ მხოლოდ 450 ცალი Veyron-ი დაამზადა და მათზე შეკვეთების მიღება ძალიან გაუჭიანურდა. ამის მიზეზი კი ავტომობილის სიძვირე და რაც მთავარია, შენახვის უზარმაზარი ხარჯებია და ამის მიუხედავად, VW-ს ჯგუფისთვის ეს პროგრამა წამგებიანი იყო. რაც შეეხება Chiron-ს, ის 500 ცალი უნდა დამზადდეს. და თუ დღეს მის შეკვეთას გადაწყვეტთ, დაახლოებით სამი წელი მოგიწევთ ლოდინი, სანამ სანუკვარ ავტომობილს მიიღებთ.

Bugatti_Chiron_The_Quail_07

Chiron-ის ყიდვის მსურველმა, დეპოზიტზე 200 000 ევრო უნდა შეიტანოს. ეს ფასი კი ბევრი სუპერ ავტომობილიც კი არ ღირს. ამის მიუხედავად, კოლექციონერებისთვის და მდიდარი ავტო გურმანებისთვის ეს მაინც ძალიან სასურველი ავტომობილია. ის შემკვეთები, რომლებმაც დეპოზიტები პირველებმა გადაიხადეს, თავიანთ „შირონებს“ ამ წლის ბოლოს მიიღებენ.

Bugatti_Chiron_The_Quail_06 (1)