Bugatti არჩევანში შეზღუდულია – მისი ჰიპერ ავტომობილების წარმოებისთვის ფულს Volkswagen-ი იხდის და შესაბამისად, შეკვეთებსაც თავად იძლევა. როგორც ამბობენ, ფრანგული კომპანიის ბიზნესი წამგებიანია და ამიტომ, ვოლფსბურგელებს არ სურთ, რომ მათმა ბრენდმა უფრო მეტი მოდელი გამუშვას. არადა, ასე „ბუგატი“ შორდება თავის ისტორიას და იმ ფესვებს, რომელსაც ავტოსპორტი ჰქვია – სწორედ ავტოსპორტის წყალობით აქვს ის სახელი, რომლის გამოც, თავის დროზე ვოლფსბურგელებმა თავის ოჯახში მიიღეს.

83ab4a40-ef06-4c74-993f-ace064e42b20

ამჯამად ბაზარი მოუთმენლად ელის Bugatti Chiron-ს. მისი პრემიერა ჟენევის მოტორ შოუზე გაიმართება. ის Veyron-ის ჭეშმარიტი შთამომავალია და არა იმ ძველი „ბუგატისა“, რომელიც თავისი მსუბუქი და შედარებით სუსტი სარბოლო ავტომობილებით ახერხებდა გერმანული „ვერცხლისფერი ისრების“ – Auto Union-ის და Mercedes-Benz-ის დამარცხებას. მაგრამ მაინც, Bugatti-ს მყიდველი არ მოაკლდება, თუნდაც Chiron-ი 2 მილიონი ევროს ფარგლებში ღირდეს.

ეს ავტომობილი , უფრო სწორედ, ავტომობილის პროექტი, ბრაზილიელმა დიზაინერმა გილერმე კატაოკამ შეიმუშავა. თავის „ბუგატის“ მარტივად დაარქვა Roadster-ი – მისი ძარის ტიპის შესაბამისად. მასში რამდენიმე ტრადიციული სტილური ელემენტი გამოიყენა. მაგალითად, ნალის ფორმის რადიატორის ცხაური. გვერდიდანაც ავტომობილში „ბუგატის“ ამოიცნობთ.

295f6ba6-ad61-4983-9752-c33a40d54e2b

ავტომობილს არ აქვს საქარე შუშა. მძღოლის (პილოტის) მხარეს მომრგვალებული შუშის ნაჭერი იცავს. კოკპიტი ცალ მხარეს დახურულია – ასე ჰაერის შემხვედრ ნაკადს ნაკლებად ხვდება წინააღმდეგობა. ასე ადრე სარბოლო ავტომობილებზე აკეთებდნენ ხოლმე. პროექტის ავტორი არაფერს ამბობს აღჭურვილობაზე. დიდი ალბათობით, მის ავტომობილს, W16 ოთხტურბოიანი სუპერ ძრავი არ ამოძრავებს…