ხელოვნება – ამ სიტყვის გაგონებაზე პირველი გვახსენდება მხატვრობა, მუსიკა, თეატრი. თუმცა უკვე დიდი ხანია, ავტომობოლი უბრალოდ გადაადგილების საშუალებას აღარ წარმოადგენს და ამა თუ იმ ავტომობილის გასაოცარი დიზაინის დანახვისას, ბევრ ჩვენგან გვითქვამს – ეს ნამდვილად ხელოვნების ნიმუშიაო.

ყველა ავტომწარმოებელს ჰყავს ერთი ან რამოდენიმე განსაკუთრებული მოდელი, რომელიც მათი კომპანიის სავიზიტო ბარათად იქცა. სწორედ ასეთია Bugatti Veyron, რომელიც გარდა იმისა რომ სერიულად წარმოებულს ავტომობილებში უსწრაფესია, შეუდარებელი დიზანით გამოირჩევა.

ბუგატიმ ძალიან სარისკო, თუმცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო – მათ დაგეგმილი აქვთ ახალი მოდელის შექმნა, რომელმაც უნდა ჩაანაცვლოს Veyron. ახალი შედევრს Bugatti Chiron  ერქმევა და მასზე ინფორმაცია მაქსიმალურად გასაიდუმლოებულია. თუმცა, ჭორები და ვარაუდება მაინც ვრცელდება.

ჯორჯ კაჩერი, Automobili Magazine-ის ჟურნალისტი, რომელიც დიდი ავტორიტეტით სარგებლობს ავტოსფეროში, caranddrive-ის ბლოგზე გვაცნობს იმ ინფორმაციას, რაც ამ გასაიდუმლოებულ პროექტზე მოიპოვა.

მისი თქმით, დიდი ფიქრის და კამათის შემდეგ, ბუგატიმ გადაწყვიტა ვეირონის 16 ცილინდრიანი, 8.0 ლიტრი მოცულობის ძრავა არ შეცვალოს და უბრალოდ გააუმჯობესოს. მოდიფიკაციების შემდეგ ძრავა 1,500 ცხენის ძალა ექნება. ასევე დამუშავდება გადაცემათა 7 სიჩქარიანი კოლოფი და საბოლოოდ, 100 კმ/სთ სიჩქარის განვითარებას Bugatti Chiron 2.4 წამს მოანდომებს.

ახლა კი თითქმის დაუჯერებელი ინფორმაცია, რომელიც ბუგატის შესაძლებლობების გათვალისწინებით, ნამდვილად სარწმუნოა რომ რეალური იყოს – სავარაუდოდ, მისი მაქსიმალური სიჩქარე 465 კმ/სთ-ში იქნება !

შეგახსენებთ რომ, Bugatti Veyron GranSport-მა შეძლო 431 კმ/სთ სიჩქარის განვითარება. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მწარმოებელი არ დაკმაყოფილდა ამ საოცარი შედეგით და აქამდე, ავტოინდუსტრიაში მიუღწეველი მწვერვალის დაპყრობა გადაწყვიტა.

ასე რომ, თუკი რომელიმე თქვენგანს მოგეცემათ მისი ხილვის შესაძლებლობა, არ გაგიკვირდეთ, როცა სპიდომეტრის მარჯვენა ბოლოში, რიცხვ 500-ს დაინახავთ.