70 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ბრიტანულმა კომპანია Bristol Cars-მა სპორტული ავტომობილების წარმოება დაიწყო და ხუთი წელი მას შემდგ, რაც გაკოტრდა. მაგრამ ახლახანს ბაზარს ამ სახელით განახლებული კომპანია დაუბრუნდა, რომელმაც უკვე თავისი პირველი ავტომობილი – Bristol Bullet-ი გაგვაცნო.

ეს არის ღია ორადგილიანი ავტომობილი, რომლის ძარაც კარბონის ბოჭკოს კომპიზიცური მასალით არის დამზადებული. მის მოძრაობას კი უზრუნველყოფს ძრავი, რომელიც BMW-ს აგრეგატის ბაზაზე, თავად Bristol-ის ინჟინრებმა შეიმუშავეს და მას Hercules-ი დაარქვეს. ეს არის 4.6-ლიტრიანი V8, რომლის სიმძლავრეც 370 ცხენის ძალაა. ავტომობილისთვის, რომელიც 1 133 კილოგრამს იწონის, ეს სიმძლავრე სრულიად საკმრისია იმისათვის, რომ ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება 3.8 წამში უზრუნველყოს. მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 250 კილომეტრს აღწევს.

Bristol Bullet Front_Three

ავტომობილი თავისი დიზაინით Bristol-ის ძველ მოდელებსაც გაგახსენებთ და იმავდროულად, თანამედროვე მოთხოვნებსაც პასუხობს. ძრავი მის წინა ნაწილში მდებარეობს, წამყვანი კი უკანა ბორბლებია. როგორც სპიდსტერის ძარას შეეფერება, საქარე შუშა „წაჭრილია“. ორივე სავარძლის უკან მძლავრი რკალებია, რომლებიც მძღოლს და მგზავრს იცავენ. კაბინა მდიდრულად არის გაწყობილი. წარსულის და აწმყოს შეხამება კაბინაშიცაა შესამჩნევი. მაგალითად, ცენტრალურ კონსოლზე სენსორული ეკრანი განთავსდა, მაჩვენებლების დაფა კი ანალოგურია.

Bristol Cars-ი მხოლოდ 70 ცალი Bullet-ის გამოშვებას აპირებს. ყოველი მათგანს ფასი 250 000 გირვანქა სტერლინგია. მისი წარმოება მომავალ წელს დაიწყება. ტირაჟის სრულად ათვისების შემდგ კი Bristol Cars-ი ელექტრომობილის შემუშავებას დაიწყებს, რომლისთვისაც ახალ პლატფორმას დაამზადებს.