როცა ვამბობთ სუპერ სედანს, ალბათ სუპერ ავტომობილის მსგავსი სიმძლავრის მქონე მდიდრული სედანი უნდა წარმოვიდგინოთ, რომელიც მფლობელს კომფორტითაც ასიამოვნებს და დინამიკითაც. კომპანია Brabus-მა სწორედ ასე წარმოიდგინა და განახორციელა კიდეც Mercedes-Maybach S600, რომლის საკუთარ ვერსიასაც სახელად Rocket 900 უწოდა.

ალბათ მიხვდით – სახელში რიცხვი ცხენის ძალების რაოდენობაზე მიგვანიშნებს. სწორედ 900 ცხენის ძალას და მასთან ერთად, 1 500 ნიუტონმეტრსაც გამოიმუშავებს ამ ავტომობილის წყვილ ტურბოიანი V12 ძრავი. ეს კი საკმარისია იმისათვის, რომ „ბრაბუსის“ რაკეტამ ადგილიდან ასამდე 3.7 წამში გაგაქროლოთ. მისი მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 350 კილომეტრს აღწევს.

იმისათვის, რომ სტანდარტული „მაიბახისგან“ გარეგნულადაც განსხვავებული ყოფილიყო, ის ახალი წინა ბამპერით და რადიატორის ცხაურით აღჭურვეს. ასევე შეიცვალა უკანა ბამპერი, რომელთანაც დიფუზორია ინტეგრირებული. ავტომობილი 21-დუიმიან ბორბლებზე დააყენეს, მისი სალონი კი მთლიანად ტყავით გააფორმეს.

Rocket 900-ის ფასი 500 000 ევროა.