ამ ფოტოს რომ ნახავთ, ალბათ იფიქრებთ, რომ მასზე ავტომობილი-ამფიბიაა გამოსახული, რომელიც ბორბლებით გზებზე დადის და თავისი ნავისებრი ფორმის და უკან განლაგებული ხრახნის წყალობით, წყალში ცურვაც შეუძლია. ის „ჯენერალ მოტორსის“ უგზოობის ავტომობილის ბაზაზეა შექმნილი, რომლის შასისაც ძარის ნაცვლად, ნავის მსგავსი სტრუქტურა დაადგეს.

ამ უცნაურ სატრანსპორტო საშუალებას, საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს: ის ვინმე მარკ რეიმ, საკუთარი ცოლის სურვილით დაამზადა. საქმე ისაა, რომ მეუღლე რობინს მკერდის კიბო ჰქონდა. ის ხედავდა, როგორ იტანჯებოდა ქმარი მისი ავადმყოფობის გამო და მას სთხოვა, ასეთი მანქანა-ნავი გაეკეთებინა, რომელიც ყურადღებას სხვა რამეზე გადაატანინებდა.

GMC Boat Car1

იმისათვის, რომ ქმარი დაეყოლიებინა, რობინმა მას ნაძლევი დაუდო – თქვა, რომ მარკი საქმეს თავს ვერ გაართმევდა. ქმარმა „GMC ჯიმნი“ შეიძინა, რომელსაც ძარის ნაცვლად, შასიზე ჩანაძირი „სი რეი ბოუ რაიდერის“ კორპუსი დაამაგრა. ოღონდ, იმაზე აღარ იზრუნა, რომ მის ქმნილებას ცურვის უნარიც ჰქონოდა…