BMW წარმოებისთვის ამზადებს მე-5 სერიის სედანს, რომლის სამუშაო, კამუფლირებული ვერსიის ფოტოებიც ახლახანს გამოაქვეყნა. მისი წინამორბედი ბაზარზე 2010 წელს გამოვიდა და ის არის არამარტო თავის კლასში ყველაზე ხნიერი ავტომობილი, არამედ ერთ-ერთი ყველაზე ძველი, ბავარიული კომპანიის სამოდელო გამაში.

ფოტოებზე ავტომობილი რობოტებს შორის დგას. რობოტებს ავტომწარმოებლები ავტომობილების აწყობისას უკვე დიდი ხანია, იყენებენ. მაგრამ ამ შემთხვევაში, მათ სულ სხვა, არასაწარმოო დანიშნულება აქვთ. მათი მეშვეობით, ავტომობილის სკანირება ხდება. ეს კი დეფექტების ადრეულ ეტაპზე დაფიქსირების საშუალებას იძლევა.

BMW Shows Us Next-Gen 5 Series  Behind Closed Doors

ლაზერული სკანერების დახმარებით იქმნება აწყობილი ავტომობილის უმაღლესი ხარისხის ციფრული 3D მოდელი. მათ 100 მიკრონის სიზუსტით შეუძლიათ გაზომვების ჩატარება და ამავე მასშტაბის უზუსტობის აღმოჩენა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ავტომწარმოებელი ამ დანიშნულებით, ავტომატიზებულ ოპტიკურ ტექნოლოგიას იყენებს. მისი დახმარებით, შესაძლებელი არამხოლოდ უმცირესი დეფექტის აღმოჩენა, არამედ სამუშაოს მოკლე დროში შესრულებაც.

მეშვიდე თაობის მე-5 სერიის სედანი, რომელსაც ამ ეტაპზე G30-ად მოიხსენიებენ, 2017 სამოდელო წლის ავტომობილია და სავარაუდოდ, მისი მსოფლიო პრემიერა პარიზის მოტორ შოუზე, ოქტომბერში გაიმართება.