96-ე ყოველწლიურ შეხვედრაზე, რომელიც BMW-ს დირექტორთა საბჭომ მიუნხენში გამართა, მისმა თავმჯდომარე ჰარალდ კრუგერმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ მისი კომპანია ლუქსის კლასის კიდევ ერთ მოდელს გამოუშვებს. ოღონდ, არ დაუკონკრეტებია, რა ტიპის ავტომობილს გულისხმობდა. ამგვარად, საავტომობილო მედიას მსჯელობის საბაბი მიეცა, რომელიც ისედაც არაერთხელ დაწყებულა, ოღონდ რეალური გაგრძელების გარეშე.

New Luxury Model 3

ერთი ვერსიით, ახალი ავტომობილი მე-7 სერიის სედანის გრძელბაზიანი ვერსია უნდა იყოს. თუმცა სხვა ვერსიებით, ბავარიული კომპანია, უფრო დიდ ავტომობილს ამზადებს, ვიდრე შეიძლება მათი ახლანდელი ფლაგმანის გრძელი ვერსია იყოს. შესაძლოა, კრუგერმა ახალი მე-8 სერია იგულისხმა, რომელზეც ჭორები არაერთხელ გავრცელდა და ყოველთვის უშედეგოდ.

მესამე ვერსიით, ახალი ავტომობილი, მე-9 სერია იქნება. სხვათა შორის, ეს სახელი BMW-ს უკვე დაპატენტებული აქვს. თუ ასეთ ავტომობილს მწვანე შუქს აუნთებენ, ის იქნება გერმანული კომპანიის ახალი ფლაგმანი და მას ბევრი საერთო ექნება ბრიტანელ ნათესავ Rolls-Royce-სთან. ეს იქნება ოთხკარიან ავტომობილი, ძალიან მძლავრი ძრავით.

კრუგერმა ასევე განაცხადა, რომ გაიზრდება M და i ქვებრენდების გამა. ასევე დაიწყება X7-ის წარმოება (2018 წელს). იმავე წელს ბაზარზე გამოვა Rolls-Royce-ს პირველი ქროსოვერი Cullinan-ი – ამ ორ ავტომობილს ბევრი საერთო ექნბა, მათ შორის ალბათ პლატფორმაც.