BMW-მ წრიული მოტორბოლების მსოფლიო ჩემპიონატის უმაღლესი კატეგორიის, მოტო GP-ისთვის, ახალი უსაფრთხოების მანქანა – M2 შეიმუშავა, რომელიც ამ საპატიო ფუნქციას BMW M4-ისგან გადაიბარებს. როგორც ყოველთვის, ახალი პეისკარიც ბავარიელთა სარბოლო ფერებში გამოაწყვეს, მისი ძარა და ინტერიერი BMW M Performance-ს ინჟინრების მიერაა მომზადებული.

BMW M2 - MotoGP Safety Car 4

ძარის ეკიპირებაში შევიდა კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული უკანა, რეგულირებადი ანტი ფრთა და წინა სპლიტერი. ავტომობილი სარბოლო, კარბონ-კერამიკული მუხრუჭებით (რომლებიც M3-სა და M4-ზე გამოიყენება), სპორტული საკიდარით და Michelin-ის საბურავებით (მარკა Cup) აღიჭურვა. სალონში განლაგდა უსაფრთხოების კარკასი და სარბოლო ყაიდის მსუბუქი სავარძლები, რომლებიც ექვსწერტილოვანი ღვედებითაა დაკომპლექტებული.

ავტომობილი ასევე აღჭურვილია პეისკარისთვის აუცილებელი LED შუქფარებით, რომლებიც მის სახურავსა და ბამპერის ქვეშ განლაგდა. სალონში კი სპეცგანათების მართვის პულტი მოთავსდა. წინ, უკან და გვერდბზე, ავტომობილს ამშვენებს წარწერები – Safety Car.

BMW M2 - MotoGP Safety Car 6

უცვლელი დარჩა ძრავი. ეს არის 3.-ლიტრიანი ექვსცილინდრიანი (ერთრიგა) წყვილ ტურბოიანი ძრავი, რომელიც 370 ცხენის ძალას და 465 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. მისი დახმარებით, BMW M2-ს ადგილიდან ასის აკრეფა 4.3 წამში შეუძლია. ასეთი მონაცემების მიუხედავად, კუპე მოკრძალებული აპეტიტითაც გამოირჩევა – 100 კილომეტრზე 7.9 ლიტრ საწვავს მოიხმარს, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ატმოსფეროში 185 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს.

ახალი უსაფრთხოების მანქანის დებიუტი 20 მარტს, ყატარის დიდ პრიზზე შედგება.