რა თქმა უნდა, BMW i8-ს ძარა ვერ დაიჟანგება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ის კარბონის კომპოზიტისგან არის დამზადებული. სამაგიეროდ, არსებობს ტუნინგის მიმდინარეობა, რომელიც ავტომობილის ძარის სპციალური ფირით დაფარვას ითვალისწინებს. მისი მეშვეობით, ავტომობილის ძარა სახატავ ტილოს ემსგავსება, რომელზეც ნებისმიერი სირთულის გამოსახულების გადატანაა შესაძლებელი.

bmw-i8-rust-wrapped1

სწორედ ასეთი ფირით არის დაფარული ფოტოებზე გამოსახული BMW i8, რომელიც მომღერალ ოსტინ მაჰონის ეკუთვნის. მისი შეკვეთა კომპანია MetroWrapz-მა შეასრულა, რომელიც ძარის დაფარვაზეა სპეციალიზებული. ჟანგის ფაქტურა ადრე არაერთ კომპანიას გამოუყენებია, თუმცა ისინი “ტილოდ” ძარის ცალკეულ ნაწილებს იყენებდნენ. მაგალითად, კაპოტს, ან სახურავს.

bmw-i8-rust-wrapped3

სამუშაოს შესრულებისას, ამ საქმის ოსტატებმა ყურადღება დეტალებზე გაამახვილეს. კომპანიის ლოგოსაც კი ჟანგი “ჭამს”. კონტრაქტულად გამოიყურება Vossen-ის წარმოების ალუმინის ბორბლები, რომლებიც ოქროსფრადაა შეღებილი. თუმცა ეს ფერი ჟანგს კარგად მიესადაგება. ბორბლები Pirelli-ს წარმოების, ძალიან დაბალ პროფილიანი საბურავებითაა შემოსილი, რომელთათვისაც გზის ნებისმიერი ხინჯი რთული გამოცდა იქნება.

ამ სახით სხვა რომელიმე ავტომობილი რომ ნახოთ, ალბათ გული მოგიკვდებათ, მაგრამ იმის ცოდნა, რომ ამ ავტომობილის ძარა პლასტიკატია, შვებას მოგგვრით და უფრო მეტიც, აღფრთოვანებულს დაგტოვებთ…

bmw-i8-rust-wrapped11