BMW-მ თავისი სუბკომპაქტური ელექტრო ჰეჩბეკი i3 განაახლა, რის შემდეგაც, ეს ავტომობილი უფრო მძლავრი ელემენტებით აღიჭურვა და გარეგნულადაც უფრო კოხტად გამოიყურება. ახალმა, 33 კილოვატსაათიანმა ელემენტების ბლოკმა ძველი, 22 კილოვატსაათიანი შეცვალა, რის წყალობითაც, ავტომობილის სვლის სიშორე 50 პროცენტით გაიზარდა.

BMW-i3-Longer-1

განახლების შემდეგ, კომბინირებული (ქალაქი/მაგისტრალი) რეჟიმით მოძრაობისას, i3-ს ერთი სრული დამუხტვით, 183 კილომეტრის გავლა შეუძლია. ეს ჯერჯერობით EPA-ს (აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტო) არ დაუდასტურებია, თუმცა ახლავე შეიძლება თქმა, რომ ძველი ვერსიის 130 კილომეტრზე გაცილებით მეტი სვლის სიშორე ექნება.

გარდა ამისა, გაიზარდა ელემენტების ბლოკის დამუხტვის სიჩქარეც. კერძოდ, მეორე დონის დასამუხტით, i3-ის ელემენტების სრული დამუხტვისთვის, ახლა უკვე 4.5 საათია საკმარისი, რაც ერთი საათით ნაკლებია წინა მოდელის შესაბამის მაჩვენებელზე. ელემენტების ბლოკის ტევადობასთან ერთად, გაიზარდა მისი და შესაბამისად, ავტომობილის წონაც. სუფთა ელექტრომობილის აღჭურვილობით, i3-ის წონ 1 343 კილოგრამია, შიდაწვისძრავისა და გენერატორის ტანდემით აღჭურვილი ვერსია კი 1 467 კილოგრამს იწონის. ასეთი აღჭურვილობის წყალობით, ავტომობილის სვლის სიშორე 150 კილომეტრით იზრდება.

bmw-i3-11

უცვლელი დაჩა ელექტრო ძრავი. ის ისევ 170 ცხენის ძალას და 249 ნიუტონმეტრს იძლევა. შიდაწვის ორცილინდრიანი, 0.650-ლიტრიანი ძრავის სიმძლავრე კი 38 ცხენის ძალით მეტს იძლევა. ამ აღჭურვილობით, ავტომობილს ნულიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება 8.0 წამში შეუძლია, შიდაწვის ძრავის გარეშე კი იგივე აჩქარება 7.0 წამში ესწრება.

BMW-i3-Longer-2

რაც შეეხება კოსმეტიკურ ცვლილებებს, მათგან ყველაზე შესამჩნევი ახალი ლურჯი მეტალიკია (პროტონიკ ბლიუ), რომელიც ადრე მხოლოდ ამერიკული ბაზრისთვის განკუთვნილი i8-სთვის იყო ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, არჩევანს დაემატა ორი არამეტალური ფერი – თეთრი (კაპარის უაით) და შავი (ფლუიდ ბლექ) და სამი მეტალური ფერი – ნაცრისფერი (მინერალ გრეი), ვერცხლისფერი (პლატინუმ სილვერ) და ვერცხლისფერი (აიონიკ სილვერ).

bmw-i3-1

სტანდარტულ ეკიპირებაში შევიდა შუქდიოდური ფარები, ავტომატური კლიმატ კონტროლი, დინამიკური კრუიზ კონტროლი, DC სწრაფად დასამუხტი, სისტემა BMW ესისტი, ნავიგაციის ბიზნეს სისტემა, აიდრაივი, მართვის დინამიკური კონტროლის ჩანრთველი და პარკირების დისტანციური მართვა.