BMW-ს ისტორიაში E30 M3 ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ავტომობილია. უფრო მეტიც, ის ალბათ ყველაზე გამორჩეულია ტურინგის კლასის ავტომობილებს შორის. თავის დროზე, ის ყოველმხრივ დახვეწილი ავტომობილი იყო და ამიტომაც, მალე ინადირებდა ავტომფლობელთა გულებს. რა თქმა უნდა, საუკეთესო არჩევანი იყო მრბოლებისთვისაც. მისი წყალობით, ბრენდი M-მა ძალიან სწრაფად მოიპოვა პოპულარობა, რაც მალე მის სხვა მოდელებსაც „გადაედო“.

ბავარიულმა კომპანიამ E30 M3-ს წარმოება 1982 წელს დაიწყო და 1993 წელს დაასრულა. მისი დიზაინი, 1978 წელს კლაუს ლუთემ შეიმუშავა, ვინც მანამდე სახელი NSU Ro80-ის შექმნით გაითქვა. ავტომობილი ოთხ და ექვსცილინდრიანი (ერთრიგა) ძრავებით იყო აღჭურვილი და მისი არაერთი ვერსია დამზადდა. სმარტბოქსი წარმოგიდგენთ ახალ ვიდეორგოლს რომელიც BMW-მ თავის ლეგენდარულ მოდელს მიუძღვნა: