kirvalidze-giorgiახალი სარბოლო სეზონიდან, საქართველოს ჩემპიონატს ემატება ახალი  BMW Compact კლასი. აღნიშნულთან დაკავშირებით, სმარტბოქსი გიორგი კირვალიძეს გაესაუბრა რომელიც ძალებს ამ კლასშიც მოსინჯავს:

BMW  Compact კლასი დიდი ბრიტანეთიდან მოდის და ძალიან პოპულარულია ავტოსპორტში. აქ ერთდროულად 50 ავტომობილი იღებს სტარტს, რაც დამეთანხმებით, ძალიან სანახაობრივია. მატულობს დაძაბულობაც. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ავტომობილები უკანა წამყვანი თვლებითაა აღჭურვილი.

ინტერესი დიდია და უკვე დაახლოებით 20 მანქანა მზადების პროცესშია რომელიც აღნიშნულ კლასში გამოვა. დასაშვებია მხოლოდ ის მოდიფიკაციები რომლებიც უზრუნველყოფენ უსაფრთხოდ ასპარესობას და ის, რისი შეზღუდვაც შეუძლებელია, მაგ: კომპიუტერის პროგრამირება. დასაშვებია მხოლოდ 1.8/1.9 ძრავის მოცულობის მქონე ავტომობილები, რაზეც ძალიან ბევრს უჩნდება კითხვა… აღნიშნული კლასის მიზანი არ არის რომ იყოს ყველაზე სწრაფი მანქანებით დაკომპლექტებული. ეს უნდა იყოს ერთ ერთი ყველაზე დაბალბიუჯეტიანი კლასი, სადაც მრბოლელები მეტნაკლებად თანაბარ პირობებში შეძლებენ ჩემპიონობისთვის ბრძოლას. სწორედ ამიტომ, ავტომობილები იასპარეზებენ ჩვეულებრივი საბურავებით, ე.წ.“სლიკები“ არ არის დაშვებული.

ტექნიკური რეგლამენტის შესახებ ინფორმაციას შეგიძიათ გაეცნოთ www.rim.ge -ზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ სარბოლოდ მომზადებული მანქანა პილოტიანად იწონის დაახლოებით 1150 კგ.-ს. რამოდენიმე მანქანა უკვე მომზადებული და გატესტილია  აღნიშნული კლასისთვის. უნდა ითქვას რომ ავტომობილები არც ისე ნელია როგორც ძრავის მოცულობიდან ჩანს.

რა არის საჭირო მონაწილეობის მისაღებად?

  1. 1994-2000 წლამდე BMW E36 Compact 1.8/1.9 (M42/M44) ძრავით არჭურვილი
  2. უსაფრთხოების კარკასი
  3. მრბოლელის ეკიპირება (კომბინიზონი, ჩაფხუტი)
  4. სპორტული სავარძელი „კოვში“
  5. სპორტული ღვედი

სხვა დეტალები ინდივიდუალურია.

ინფორმაციის ნაკლებობის გამო, ბევრი ფიქრობს რომ ძალიან მარტივია მანქანის მომზადება, დაიწყებს მანქანის აწყობას და შუა პროცესში არ ყოფნის ფიზიკური ან ფინანსური შესაძლებლობები. ბევრი კი ფიქრობს რომ ეს ძალიან ძნელია და ამის გაკეთება მისთვის შეუძლებელია.

იმისთვის, რომ სტარტზე დადგეს მრბოლელი დაახლოებით საჭიროა 5000$.

სეზონის გახსნა დაგეგმილია 4-5 აპრილს. რბოლა შედგება შაბათს და კვირას.

მე-6 ეტაპი ჩატარდება  სტამბულში, 18 ოქტომბერს – ფორმულა ერთის ტრასაზე,

ვიმედოვნებთ რომ დიდი ბრიტანეთის მსგავსად, სპონსორების დიდი დაინტერესება საქასრთველოშიც იქნება. აღნიშნულ კლასში იქნება ძალიან დაძაბული და კონტაკტური ბრძოლები, რაც მაყურებელის დაინტერესებით გამოირჩევა. ავტომობილების იდენტურობიდან გამომდინარე, გულშემატკივარი  მანქანას სპონსორის სახელით დაიმახსოვრებს.