იაპონურმა სატუნინგო კომპანია Wald International-მა, Mercedes-Benz-ის სუპერ ავტომობილ AMG GT-ს ახალი კიტ კომპლექტი, სახელად Black Bison-ი შეიმუშავა. კომპლექტის აეროდინამიკური ელემენტები, კარბონის კომპოზიტით, ან კარბონის ბოჭკოთი არმირებული პლასტიკითაა დამზადებული.

wald-int-amg-gt-black-bison-new-pics-9 - Copy

კიტ კომპლექტში შედის წინა სპოილერი და სპლიტერი, ძარის კალთების ჩანართები, სავენტილაციო ელემენტები, უკანა მოდიფიცირებული ბამპერი, მასთან ინტეგრირებული დიფუზორით, ასევე უკანა სპოილერი. გარდა ამისა, პაკეტის შემკვეთს, ასევე განსხვავებული დიზაინის მქონე ბორბლების შეკვეთის საშუალება მიეცემა.

კომპლექტი Black Bison-ი არ ითვალისწინებს სუპერ ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლების მოდიფიცირებას. როგორც ცნობილია, AMG GT აღჭურვილია 4.0-ლიტრიანი V8 ტურბო ძრავით, რომელიც ფორსირების ორი ხარისხითაა ხელმისაწვდომი. მათგან ერთი 462 ცხენის ძალას ავითარებს, მეორე კი – 510-ს. უფრო სუსტი ძრავით, ავტომობილს ადგილიდან ასის ასაკრეფად 4.0 წამი ჰყოფნს, მეორის შემთხვევაში კი აჩქარებას 3.8 წამი სჭირდება.

პაკეტის სახელთან დაკავშირებით, Wald-ში განაცხადეს, რომ მისით აღჭურვილი AMG GT გაბრაზებულ ბიზონს ჰგავს…