Bentley-ს ხელმძღვანელობა, სამოდელო გამის გაფართოების მიზანშეწონილებას განიხილავს. ლაპარაკია ორ ახალ ავტომობილებზე, რომელთა წინამორბედიც შესაძლოა არის კონცეპტუალური EXP 10 Speed 6 (ფოტოზე), რომელიც ბრიტანულმა კომპანიამ შარშან გვიჩვენა. გამოცემა „ავტომოტივ ნიუსთან“ საუბრისას, Bentley-ს მთავარმა აღმასრულებელმა ვოლფგანგ დურჰაიმერმა განაცხადა, რომ განიხილება ორკარიანი კუპეს და როდსტერის გამოშვება.

Compact-Coupe-And-Roadster-1

„საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, კონცეპტუალურ მოდელს ვამზადებთ. ეს იქნება ორკარიანი კუპე. ამასთან, შესაძლებელია როდსტერის გამოშვებაც. თუ პროექტს მწვანე ზეშუქს ავუნთებთ, ახალი ავტომობილი ბაზარზე შემდეგი თაობის Continental-ის დებიუტის შემდეგ გამოვა“, – ამბობს დურჰაიმერი.

უფრო ადრე, „ბენტლიმ“ გამოაცხადა, რომ შეზღუდული რაოდენობით გამოუშვებს Grand Convertible-ს, რომელიც კონცეპტუალური მოდელის სახით, 2014 წელს გვიჩვენა. ეს ავტომობილი Mulsanne-ს ბაზაზე, მხოლოდ 20 ცალი დამზადდება. თითოეული მათგანი 1.0 მილიონი გირვანქა სტერლინგი ეღირება. ბრიტანული კომპანია თავის კლიენტებს Grand Convertible-ს ორ წელიწადში შესთავაზებს.

გარდა ამისა, Bentley-ს უახლოეს გეგმებში შედის Mulsanne-ს შემცვლელის გამოშვება, რომელიც აღარ აღიჭურვება 6.75-ლიტრიან V8 ძრავით, რადგან მის ნაცვლად წყვილ ტურბო კომპრესორიან W12-ს მიიღებს.