ფორმულა 1-ის ისტორიაში პირველ აზერბაიჯანულ რბოლას, რომელიც ბაქოს ქალაქის ტრასა უმასპინლებს, ნიკო როსბერგი პოულ პოიციიდან დაიწყებს. მის თანაგუნდელ ლუის ჰამილტონს კი სტარტის აღება მეათე პოზიციიდან მოუწევს. კვალიფიკაციაზე მეორე დრო ჰქონდა სერხიო პერესს, მაგრამ სტარტზე ხუთი ადგილით უკან დადგება, რადგან მესამე პრაქტიკაზე ავარია მოუვიდა, რა დროსაც გადაცემათა კოლოფი დაუზიანდა. მისი არაგეგმიური შეცვლის გამო კი ხუთი ადგილით დაჯარიმდა.

Lewis Hamilton, Mercedes2

ამიტომ, მეორე და მესამე ადგილებზე გადაინაცვლეს დანიელ რიკიარდომ და სებასტიან ფეტელმა, რომლებსაც შესაბამისად, მესამე და მეოთხე დროები ჰქონდათ. სტარტის მეორე რიგში ფეტელს გვერდს მისი თანაგუნდელი კიმი რაიკონენი დაუმშვენებს.

shell-for-web

როსბერგი რბოლით კმაყოფილი დარჩა. მისი თქმით, ამ ტრასაზე გასწრება ადვილია და ამიტომ, ხვალ საინტერესო რბოლა გვექნება”, – განაცხადა როსბერგმა, ვისთვისაც ეს კარიერაში 25-ე პოულია. ჩემპიონატის ლიდერმა კვალიფიკაცია სოჭშიც მოიგო და მაშინაც ჰამილტონი მეათე ადგილს დასჯერდა, თუმცა ამაში ძრავის დაზიანება “დაეხმარა”. როსბერგმა ის რბოლა მოიგო, ჰამილტონმა კი მეორე ადგილის დაკავება შეძლო.

Lewis Hamilton, Mercedes

საინტერესოა, რომ ფეტელს და რიკირდოს აბსოლუტურად ერთნაირი დრო ჰქონდათ, მაგრამ უპირატესობა ავსტრალიელს მიენიჭა, რადგან მან ის უფრო ადრე დააფიქსირა. ეს კი ბოლო წამებზე მოხდა. ჰამილტონის ავარიის შემდეგ, როცა კვალიფიკაციის დასრულებას 2 წუთზე ოდნავ მეტი აკლდა, რბოლა შეწყდა. განახლებულზე კი რბოლა რამდენიმე პილოტმა, მათ შორის, რიკიარდომ და ფეტელმა განაახლეს. ჰამილტონის ავარიამდე, პირველი პერესი იყო, თუმცა როსბერგმა მანამ შეძლო მისი დროის გაუმჯობესება, სანამ რბოლა შეჩერდებოდა.

Nico Rosberg, Mercedes

ევროპის დიდი პრიზი

  1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:42.758
  2. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:43.515
  3. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:43.966
  4. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:43.966
  5. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:44.269
  6. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:44.483
  7. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 1:44.717
  8. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:45.246
  9. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:45.570
  10. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 2:01.954
  11. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:44.755
  12. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:44.824
  13. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:45.000
  14. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:45.270
  15. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ჰაასი) 1:45.349
  16. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1:46.048
  17. რიო ჰარიანტო (ინდონეზია, მენორი) 1:45.665
  18. პასკალ ვერლაინი (გერმანია, მენორი) 1:45.750
  19. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:45.804
  20. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:46.231
  21. კევინ მაგნუსენი (დანია, რენო) 1:46.348
  22. 22. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 1:46.

rubrikis-sponsori