ნიკო როსბერგმა პოულიდან მოიგო ევროპის დიდი პრიზი, რომელსაც პირველად უმასპინძლა ბაქოს საქალაქო ტრასამ და უსწრაფესი დროც თავად დააფიქსირა. მან 16.6 წამით აჯობა მეორეზე გასულ სებასტიან ფეტელს და ჩემპიონატში ლიდერის პოზიცია განიმტკიცა. მესამე ადგილი კი სერხიო პერესმა დაიკავა, ვინც ბოლო სამ რბოლაში კვარცხლბეკის მესამე საფეხური მეორედ დაიკავა. მექსიკელმა ბოლო წრეზე კიმი რაიკონენს გაასწრო.

Race winner Nico Rosberg (GER) Mercedes AMG F1 celebrates in parc ferme. 19.06.2016. Formula 1 World Championship, Rd 8, European Grand Prix, Baku Street Circuit, Azerbaijan, Race Day. - www.xpbimages.com, EMail: requests@xpbimages.com - copy of publication required for printed pictures. Every used picture is fee-liable. © Copyright: Photo4 / XPB Images

ამგვარად როსბერგმა, ვისთვისაც ეს ამ სეზონში მეხუთე გამარჯვებაა, 24 ქულამდე გაზარდა უპირატესობა თავის მთავარ კონკურენტ ლუის ჰამილტონთან, რომელიც ზედიზედ მესამე გამარჯვების ნაცვლად, მხოლოდ მეხუთე დროს დასჯერდა. მან სტარტი მეათე ადგილიდან აიღო და მართალია, თანდათან ახერხებდა წინ წაწევას, მაგრამ მეტი ვეღარ შეძლო, რადგან მის ბოლიდზე ძრავი შეცდომის გამო, სხვა რეჟიმში მუშაობდა.

shell-for-web

„რბოლის დროს, განსაკუთრებული გრძნობა დამეუფლა, რადგან ვგრძნობდი, ამ მანქანით შემეძლო ყველაფრის გაკეთება, რასაც მოვისურვებდი. მთავარი იყო, რომ ტრაექტორიაზე მევლო და მანქანას ჩაჭიდება ჰქონდა. სხვა მხრივ, შეცდომის რისკი ან მსგავსი რამ არ არსებობდა“, – რბოლის შემდეგ განაცხადა როსბერგმა.

Felipe Massa (BRA) Williams FW38 at the start of the race. 19.06.2016. Formula 1 World Championship, Rd 8, European Grand Prix, Baku Street Circuit, Azerbaijan, Race Day. - www.xpbimages.com, EMail: requests@xpbimages.com - copy of publication required for printed pictures. Every used picture is fee-liable. © Copyright: Batchelor / XPB Images

ჰამილტონი თავიდანვე უკმაყოფილებას გამოთქვამდ იმის გამო, რომ მანქანა არასწორად იყო მომართული და გუნდს არ შეეძლო რამის შეცვლა. თუმცა, პრობლემა თავისთავად მოგვარდა და მანც შეძლო ბრძოლით მოპოვებული მეხუთე ადგილის შენარჩუნება. „ეს რაღაც იდიოტობაა ბიჭებო, არ ვიცი. ყოველ ხუთ წამში დაფას შევცქერი და ვეძებ, რომელი გადამრთველი დგას არასწორ მდგომარეობაში. შეიძლება ეს რბოლა ვერც დავასრულო, რადგან ყველაფრის შეცვლას ვცდილობ. თუ არის შესაძლებელი, მე ვივარაუდებ და თქვენ მითხარით, როგორ მოვიქცე?“, – რადიოთი მიმართავდა თავისიანებს ჰამილტონი, მაგრამ ამაზე პასუხად მიიღო: „არა, ამის უფლება არ გვაქვს. დაგვაცადე, რამე მოვიფიქროთ“.

Kimi Raikkonen (FIN) Ferrari SF16-H and Nico Hulkenberg (GER) Sahara Force India F1 VJM09 battle for position. 19.06.2016. Formula 1 World Championship, Rd 8, European Grand Prix, Baku Street Circuit, Azerbaijan, Race Day. - www.xpbimages.com, EMail: requests@xpbimages.com - copy of publication required for printed pictures. Every used picture is fee-liable. © Copyright: Batchelor / XPB Images

მოგვიანებით, მერსედესის არააღმასრულებელმა დირექტორმა ნიკი ლაუდამ აღიარა, რომ პრობლემა ძრავის მუშაობის რეჟიმთან დაკავშირებით წარმოიქმნა. ამასთან, მსგავსი პრობლემა რბოლის დასაწყისში როსბერგსაც შეექმნა, რომელმაც სწრაფად გამოასწორა საქმე. მოგვიანებით „მერსედესმა“ გამოაცხადა, რომ ჰამილტონთან დაკავშირებით პრობლემა უფრო რთული იყო – როსბერგს თავიდანვე უთხრეს, თუ ძრავის მუშაობა არ მოეწონებოდა, ამ შემთხვევაში რა უნდა შეეცვალა. ამიტომ, მან იცოდა, რა იყო შესაცვლელი. ჰამილტონს კი რაციით მხოლოდ ის უთხრეს, რომ გადამრთველთან დაკავშირებულ პრობლემას ჰქონდა ადგილი, ოღონდ არ დაუკონკრეტებიათ, რომელ გადამრთველზე იყო ლაპარაკი, რადგან ამის უფლებას მათ ფ1-ის სპორტული რეგლამენტი არ აძლევს.

Baku-Rosberg-F1

მსგავსი პრობლემა კიმი რაიკონენსაც ჰქონდა. მას შემდეგ, რაც პიტლეინდან გამოსასვლელის ზოლის ხაზის გადაკვეთისთვის, მსაჯებმა ხუთწამიანი ჯარიმა გამოუწერეს, ფინელმა პილოტმა გზა ფეტელს დაუთმო. ჰამილტონისგან განსხვავებით, კიმის, როგორც მას სჩვევია, თავის გუნდთან გაცილებით ხისტი რადიოსაუბარი ჰქონდა. ბოლოს კი პერესმაც გაასწრო.

ევროპის დიდი პრიზი

ბაქო, ქალაქის ტრასა. დისტანცია 306.51 კმ (6.001 კმ, 151 წრე)

  1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:32:52.366
  2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) +00:16.696
  3. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 00:25.241
  4. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 00:33.102
  5. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 00:56.335
  6. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 01:00.886
  7. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, რედ ბული) 01:09.229
  8. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 01:10.696
  9. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 01:17.708
  10. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 01:25.375
  11. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 01:44.817
  12. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1 წრე
  13. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1 წრე
  14. კევინ მაგნუსენი (დანია, რენო) 1 წრე
  15. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 1 წრე
  16. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ჰაასი) 1 წრე
  17. 17. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1 წრე
  18. რიო ჰარიანტო (ინდონეზია, მენორი) 2 წრე

გ. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი)                       9 წრე

გ. პასკალ ვერლაინი (გერმანია, მენორი)                      12 წრე

გ. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო)                20 წრე

გ. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული)                45 წრე

შენიშვნა: გ – გამოეთიშა

უსწრაფესი წრე: ნიკო როსბერგი – 1:46.485, 48-ე წრე

მრბოლთა კლასიფიკაცია

  1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 141
  2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 117
  3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 96
  4. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 81
  5. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, რედ ბული) 78
  6. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 54
  7. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 52
  8. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 39
  9. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 38
  10. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 22
  11. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 22
  12. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 20
  13. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 18
  14. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 18
  15. კევინ მაგნუსენი (დანია, რენო) 6
  16. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 5
  17. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) 1
  18. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ჰაასი) 0
  19. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 0
  20. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 0
  21. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 0
  22. პასკალ ვერლაინი (გერმანია, მენორი) 0
  23. რიო ჰარიანტო (ინდონეზია, მენორი) 0

კონსტრუქტორთა კლასიფიკაცია

  1. მერსედესი 258
  2. ფერარი 177
  3. რედ ბულ-TAG ჰოიერი 140
  4. უილიამს-მერსედესი 90
  5. ფორს ინდია-მერსედესი 59
  6. ტორო როსო-ფერარი 32
  7. მაკლარენ-ჰონდა 24
  8. ჰაას-ფერარი 22
  9. რენო 6
  10. ზაუბერ-ფერარი 0
  11. მენორ-მერსედესი 0

rubrikis-sponsori