სწორედ ამ მიმდევრობით განლაგდებიან ბაჰრეინის დიდი პრიზის სტარტზე მანქანები. პირველი რა თქმა უნდა, ლუის ჰამილტონია, რომელმაც საკვალიფიკაციო რბოლის ბოლო წამზე, პოული სებასტიან ფეტელს ააცალა. მის გვერდით სტარტზე ადგილს სწორედ ფეტელი დაიკავებს, რომელმაც 0.147 წამით აჯობა ნიკო როსბერგს. მეოთხე ადგილი კიმი რაიკონენმა დაიკავა, ვინც ამ შედეგით უკმაყოფილო დარჩა.

ბაჰრეინის დიდი პრიზი ზედიზედ მე-15 რბოლაა, რომლის სტარტზეც პოულს „მერსედესის“ პილოტი დაიკავებს. ამასთან, ამ სეზონში ჰამილტონმა ოთხივე კვალიფიკაცია მოიგო და პოულების საკარიერო მონაგარი 42-მდე აიყვანა. წინა ორი ეტაპისგან განსხვავებით, ამჯერად კვალიფიკაცია ბოლო წამზე მოიგო – სანამ ის თავის ბოლო ცდას დაასრულებდა, ცხრილის პირველ საფეხურზე ფეტელი იდგა.

გამარჯვების მიუხედავად, ბრიტანელი მრბოლი ამბობს, რომ რბოლაში „ფერარის“ დამარცხება ძალიან ძნელი იქნება, რადგან იტალიური გუნდის მანქანა, სარბოლო რეჟიმში მაღალი საშუალო სიჩქარით გამოირჩევა.

Petronas-Sponsor

ფეტელიც ამბობს, რომ ბაჰრეინში გამარჯვება შესაძლებელია. ჯერ ერთი, ის პრაქტიკაზე, სერხიო პერესთან მომხდარი ინციდენტის გამო, სანციას – სტარტზე რამდენიმე ადგილით დაქვეითებას გადაურჩა. მეორეც, ის ამბობს, რომ მანქანა შესანიშნავად მუშაობს და განსაკუთრებით, სარბოლო რეჟიმში კარგი სიჩქარით გამოირჩევა. სამაგიეროდ, მარანელოელთა უპირატესობა, მათი მანქანის მიერ საბურავების ოპტიმალურად ცვეთაა.

რაიკონენი თვლის, რომ ალბათ მეტად უნდა ეცადა, რათა კვალიფიკაცია უკეთესი შედეგით დაესრულებინა. „ყველაფერი კარგადაა, თუმცა ვფიქრობ, მეტიც შემეძლო. მანქანას უკეთესი ჩაჭიდება აქვს, ვიდრე ველოდი. ამიტომ ხვალ მაქსიმუმს ვეცდები. მთავარია, კარგი სტარტი ავიღო“, – ამბობს „ფერარის“ ბოლო ჩემპიონი.

ამ სეზონში კვალიფიკაციის პირველი ეტაპის გავლა პირველად შეძლო „მაკლარენმა“. ფერნანდო ალონსომ საბოლოოდ მე-14 ადგილი დაიკავა, თუმცა თვლის, რომ ეს ჯერაც არ ნიშნავს იმას, რომ ქულებისთვის ბრძოლა შესაძლებელი იქნება. „სამწუხაროდ, ჯერ მხოლოდ იმით დაკმაყოფილება გვიწევს, რომ Q-ში გავედით. ჩვენზე წინ მყოფებს პრობლემები უნდა შეექმნათ, რომ ჩვენ ქულის აღება შევძლოთ. ამის გარეშე კი ქულებზე ფიქრიც კი ზედმეტია“, – ამბობს ალონსო და დასძენს, რომ ყველაფრის მიუხედავად, „მაკლარენის“ პროგრესით კმაყოფილია.

მისგან განსხვავებით, სტარტზე ბოლო ადგილს დაიკავებს ჯენსონ ბატონი, რომელმაც ერთი სწრაფი წრის გავლაც ვერ მოასწრო, რადგან მისი მანქანა მწყობრიდან გამოვიდა. მსგავსი პრობლემები მას პირველ ორ პრაქტიკაზეც შეექმნა.

ბაჰრეინის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

Q1

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1’32.571
  2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1’32.982
  3. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1’33.129
  4. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1’33.227
  5. ვალტერი ბოტასი (ფინთი, უილიამსი) 1’33.381
  6. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1’33.744
  7. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1’33.832
  8. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1’34.450
  9. კარლოს საინს უმცროსი (ესპანთი, ტორო როსო) 1’34.462
  10. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 1’34.484

Q2

  1. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1’34.704
  2. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1’34.737
  3. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1’35.034
  4. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1’35.039
  5. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო) 1’35.103

Q3

  1. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი) 1’35.677
  2. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 1’35.800
  3. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი) 1’38.713
  4. რობერტო მერი (ესპანეთი, მენორი) 1’39.722
  5. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) –

Petronas-Sponsor-Footer