ბრიტანული Briggs Automotive Company, ანუ BAC არის პირველი საავტომობილო კომპანია, რომელიც თავისი ავტომობილის ძარის კონსტრუქციაში, რევოლუციურ მასალას, გრაფენს იყენებს. ერთადგილიან სუპერ ავტომობილ Mono-ზე ამ მასალის გამოყენებით არის დამზადებული უკანა ბორბლების თაღები.

ავტომობილის ძარის ელემენტების დამზადებაში, მონაწილეობა კომპანია Haydale Composite Solutions-მა მიიღო. სწორედ მან გამოიყენა გრაფენის ელემენტები. ეს მასალა თავისი უნკალურობით გამოირჩევა. ეს არის მასალა, რომლის სისქე ნახშირბადის ატომების ერთ შრეს არ აღემატება. ამის მიუხედავად, გრაფენი ფოლადზე დაახლოებით 200-ჯერ მტკიცეა მისი ინტენსიური გამოყენებით, შესაძლებელია ისედაც მსუბუქი Mono-ს დაახლოებით 20 პროცენტით შემსუბუქება.

BACcarbon001

ასეთი მახასიათებლების გამო, BAC-მა გრაფენის გამოყენება სცადა. პირველად ბორბლის თაღები კი იმის გამო აირჩიეს, რომ მისი დამზადება რთული და ეს შედარებით მცირე ზომის დეტალია. კომპანიას სურდა გაეგო, რამდენად რთული და ძვირია გრაფენთ ძარის ელემენტების დამზადება. და არის თუ არა შესაძლებელი მისი ავტოწარმოებაში დამკვიდრება.

გრაფენი ძვირი მასალაა, რასაც მისი წარმოების სირთულე განაპირობებს. შესაბამისად, ავტოინდუსტრიაში მისი დამკვიდრება ამ ეტაპზე გამორიცხულია. თუმცა სუპერ ავტომობილებზე მის გამოყენებას ალბათ მალე. სხვათა შორის, ასე იყო კარბონის კომპოზიტის შემთხვევაშიც, რომელიც პირველად ფორმულა 1-ის ბოლიდებზე გამოიყენეს, შემდეგ მან სუპერ ავტომობილებზე გადაინაცვლა და ამჟამად რამდენიმე კომპანია მას მასობრივ წარმოებაშიც კი იყენებს. დაახლოებით იგივე გზას გაივლის მასობრივ წარმოებამდე გრაფენიც.

რაც შეეხება BAC Mono-ს, ის აღჭურვილია 2.5-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავით, რომელიც 310 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. სუპერ ავტომობილისთვის შესაძლოა ბევრი არაა, მაგრამ აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის მხოლოდ 58 კილოგრამს იწონის. ასეთი მონაცემებით, Mono-ს ადგილიდან ასის ასაკრეფად 2.8 წამი ჰყოფნის, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 273 კილომეტრია.