პატარა ბრიტანულმა კომპანია Avatar-მა, ჟურნალ „ავტოსპორტის“ საერთაშორისო შოუზე, თავისი სპორტული მოდელი Roadster-ი წარადგინა, რომლის კონსტრუქციაც ისეა შემუშავებული, რომ Ford-ის წარმოების ოთხცილინდრიანი, განსხვავებული ძრავები მიიღოს. ამ ძრავებს შორისაა სერია ეკობუსტის 2.3-ლიტრიანი ტურბო ძრავი 350 ცხენის ძალით, რომელსაც ცისფერი ოვალი უახლეს Focus RS-ზე იყენებს.

276f2c94-962d-4410-b999-0d40fb4a3ab2

ოღონდ, სტანდარტულ ეკიპირებაში Ford-ისვე 2.0-ლიტრიანი ტურბო ძრავი შევიდა, რომელიც მან Focus ST-სგან მიიღო. ამ ძრავის სიმძლავრე 250 ცხენის ძალაა. რა თქმა უნდა, ბევრი არაა, თუმცა აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ავტომობილი სულ რაღაც, 695 კილოგრამს იწონის. სიმსუბუქე კი ფოლადის მილებისგან შეკრული სივრცული ჩარჩო-სტრუქტურის, კომპოზიტისგან დამზადებული ძარის და ასევე კომპოზიტისგან დამზადებული ორი სპორტული სავარძლის დამსახურებაა.

22f8d649-9e7a-4760-9a23-5074c37b157e

შეთანწყობა ისეთია, როგორიც კლასიკურ სპორტულ ავტომობილს შეეფერება – ბაზაში განლაგებული ძრავიდან, მამოძრავებელი ძალა უკანა ბორბლებს მიეწოდება. გადაცემათა კოლოფი 5-საფეხურიანია, მექანიკური და ის განივად არის განლაგებული. ბორბლებს შორის ძალის განაწილება, გაზრდილი ხახუნის დიფერენციალის დახმარებით ხდება. მუხრუჭები სარბოლოა, საკიდარი კი კოკპიტიდან რეგულირდება. მყიდველის სურვილის შესაბამისად, ბორბლები შეიძლება იყოს როგორც 17, ასევე 18-დუიმიანი. ისინი Yokohama-ს საბურავებითაა შემოსილი. Avatar Roadster-ის საბაზო ვერსიას ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად 3.9 წამი ჰყოფნის. მაქსიმალური სიჩქარე 245 კმ/სთ-ია.

Avatar-ი მხოლოდ 25 ცალი Roadster-ის დამზადბას აპირებს. მასზე ფასები ჯერ არ გამოუცხადებია, თუმცა ცნობილია, რომ პირველი შემკვეთები თავის ავტომობილს გაზაფხულზე მიიღებენ.