Author: SmartBox

მეოთხე თაობის Toyota Supra Hemi V8 ტურბო ძრავით

მეოთხე თაობის Toyota Supra ახლაც პოპულარული ავტომობილია, რაც 2001 წლის ფილმ “ფორსაჟმაც” განაპირობა. ის მეორად ბაზარზეც ძვირად ფასობს და ყოველი ეგზემპლარი, განცხადებიდან მოკლე ხანში იყიდება. განსაკუთრებული პოპულარობით კი მისი სერიული ვერსიები სარგებლობს. მაგრამ არიან ისეთებიც, ვისაც Supra მონსტრის მონაცემებით სურთ. მათ ისღა დარჩენიათ, ავტომობილის კაპოტის სივრცე გაათავისუფლონ და იქ 3.0-ლიტრიანი ექვსცილინდრიანი ერთრიგა ორტურბოიანი აგრეგატის ნაცვლად, Hemi V8 გიგანტი ჩადგან. ჰიუსტონში (ტექსასი) ბაზირებულმა Prospeed Autosports-მა სწორედ ეს გააკეთა. მისმა ინჟინრებმა Supra უზარმაზარ ტურბინიანი Hemi V8 ძრავით აღჭურვეს, იაპონური ძრავი კი სხვა პროექტისთვის შემოინახეს. როგორც ფირმის წევრი კრის დელგადო ამბობს, ასეთი გაცვლის მიზანი არ იყო უბრალო ძრავების გაცვლა, რაც მთელს მსოფლიოში...

Read More

Ferrari FXX-K Evo 23 პროცენტით მეტი ჩაჭიდებით

LaFerrari აეროდინამიკურად ძალიან დახვეწილი ავტომობილია, მისი სატრეკო ვერსია Ferrari FXX-K კიდევ უკეთესია. მაგრამ მარანელოში ჩათვალეს, რომ არც ეს იყო საკმარისი და აეროდინამიკური მილის მეშვეობით, ამ უკანასკნელს კიდევ ერთი მოდიფიკაცია ჩაუტარეს. შედეგად იშვა ახალი შედევრი, სახელად Ferrari FXX-K Evo, რომელიც საბაზო FXX-K-ზე 23 პროცენტით გაზრდილი ჩაჭიდებით გამოირჩევა. Ferrari FXX-K Evo-ს პრემიერა მუჯელოს ავტოდრომზე გაიმართა. ეს არის სარბოლო ავტომობილი, თუმცა არცერთი სარბოლო სერიის ტექნიკურ რეგლამენტს არ შეესაბამება. ის იმ მყიდველისთვის არის განკუთვნილი, ვისაც თავისუფალ დროს, ტრეკზე საკუთარი სიამოვნებისთვის რბოლა სჩვევია. ეს ავტომობილი კი მფლობელს დაახლოებით ისეთივე შეგრძნებებს მიანიჭებს, როგორსაც ლე მანის სარბოლო პროტოტიპები, ან თუნდაც ფორმულა 1-ის ავტომობილები. წარდგენისას მარანელოელებმა გამოაცხადეს,...

Read More

Bugatti Chiron-ის ძრავის 1:4 მასშტაბური მოდელი 9,365 დოლარად

რამდენი რამის შეძენა შეიძლება 9 365 დოლარად? კარგ მდგომარეობაში მყოფ მეორად ავტომობილს ნამდვილად იყიდით და თუ თანხას კარგად გაანაწილებთ, შესაძლოა მისი იმ დონეზე მოდიფიცირებაც შეძლოთ, რომ სიჩქარეში სუპერ ავტომობილებსაც კი გაეჯიბრებით. მაგრამ თუ ამ თანხის ამგვარად დახარჯვის სურვილი არ გაქვთ, ალტერნატივაც არსებობს – Bugatti Chiron-ის ძრავის და ტრანსმისიის 1:4 მასშტაბური მოდელი. ის ისეა გაკეთებული, ნამდვილი გეგონება. მის დეტალებს მინიატურული წარწერებიც კი ამშვენებს, როგორც ნამდვილზეა. ხელოვნების ეს ნიმუში კომპანია Amalgam-ის მიერ არის შექმნილი, რომელსაც სუპერ და კლასიკური ავტომობილების მასშტაბური ზუსტი ასლების შექმნით აქვს სახელი განთქმული. „შირონის“ 8.0-ლიტრიანი W16-ს მასშტაბური ასლის და მასთან შეწყვილებული ტრანსმისიის სიგრძე 45 სანტიმეტრია, სიგანე კი –...

Read More

ახალ Nissan Leaf-ი უფრო მეტ კილომეტრს გაივლის!

Nissan-მა წარმოებისთვის მსოფლიოს ყველაზე გაყიდვად ელექტრომობილ Leaf-ის მეორე თაობა მოამზადა. ახალი ავტომობილი სვლის გაზრდილი სიშორით, უფრო დახვეწილი გარეგნობით და ბევრი სიახლით გამოირჩევა, რამაც მისი პოპულარობის კიდევ უფრო ზრდა უნდა გამოიწვიოს. ახალი Leaf-ის სვლის რეინჯი 240 კილომეტრია, რაც დაახლოებით 70 კილომეტრით მეტია პირველი თაობის მოდლის სვლის მანძილზე. ეს სრულებით საკმარისია იმისათვის, რომ ქალაქის საშუალო მაცხოვრებელმა, რომელიც მანქანით ყოველდღიურად სამსახურში და უკან დადის, რამდენიმე დღე იმყოფინოს. გარდა ამისა, ახალი Leaf-ი უფრო სწრაფადაც იმუხტება. 240-ვოლტიანი მოწყობილობით დამუხტვისას, ერთ საათში იმდენ ენერგიას იმატებს, რაც 35 კილომეტრის გასავლელად არის საკმარისი. ახალი Leaf-ი აღიჭურვა ელექტრო ძრავით, რომელიც 150 ცხენის ძალას და 320 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. შედარებისთვის, პირველი...

Read More

Polestar One – 600 ცხენისძალიანი ჰიბრიდული კუპე

შვედურმა კომპანია Polestar-მა, რომელიც Volvo-ს ჯგუფში შედის და მისი მოდლების სპორტულ ვერსიებს უშვებს, ახალი კონცეპტუალური ავტომობილი – ჰიბრიდული კუპე Polestar One შეიმუშავა, რომელიც მის გამაში ეგრეთ წოდებული ჰალო ქარის როლს შეასრულებს. მისი პრემიერა შანჰაიში გაიმართა. Polestar One არის ორადგილიანი გრანდ ტურერი, სალონში სავარძლების 2+2 კონფიგურაციით. ის ჰიბრიდული აგრეგატით არის აღჭურვილი, რომელიც 600 ცხენის ძალას და 1 000 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. და როგორც კომპანია ირწმუნება, მხოლოდ ელექტრო ენერგიის ხარჯზე, დაახლოებით 150 კილომეტრის გავლა შეუძლია. Polestar One აგებულია Volvo-ს მასშტაბირებად (მოდულურ) არქიტექტურაზე, მაგრამ როგორც კომპანია აცხადებს, ახალი ავტომობილის 50 პროცენტი სრულიად ახალია და საკუთარი ინჟინრების მიერ არის შემუშავებული. სიახლეებს შორისაა Öhlins-ის მუდმივად...

Read More

მოგვწერეთ Facebook-ზე!

Recent Videos

Loading...