Author: SmartBox

Koenigsegg-ი აჩქარება-შენელების რეკორდს უმიზნებს

ახლახანს Bugatti Chiron-ით აჩქარება-შენელების მსოფლიო რეკორდი დამყარდა – ფორმულა 1-ის ყოფილმა პილოტმა, ინდი 500-ის ორგზის გამარჯვებულმა, კოლუმბიელმა ხუან პაბლო მონტოიამ, ფრანგული ჰიპერ ავტომობილით ადგილიდან 400 კმ/სთ-მდე აჩქარება და ამის შემდეგ სწრაფად გაჩერება, 41.96 წამში მოასწრო. ეს შედეგი მით უფრო გამორჩეულია, თუ გავიხსენებთ, რომ ამ სიჩქარის მიღწევას სერიული ავტომობილები ათასში ერთხელ ახერხებენ. ასეთი ავტომობილების სიას ახლახანს Koenigsegg-ის ჰიპერ ავტომობილი Agera RS შეუერთდა. ჯერ ამაზე შვედური კომპანია არაფერს წერს, თუმცა სოციალურ ქსელში მის გვერდზე გამოქვეყნდა ფოტო, რომელსაც ამშვენებს წარწერა – “0-400-OMG” (0-400-ღმერთო ჩემო, სადაც OMG-ს პირველი ასო სიმბოლურად ნულსაც ნიშნავს). თქმა არ უნდა – Koenigsegg-ს მონტოიას და მისი Bugatti Chiron-ის მიღწევის...

Read More

FV-Frangivento Asfane – ჰიპერ ავტომობილი უცნაური გარეგნობით და სახელით

ეს ჰიპერ ავტომობილი შეიძლება მოგეწონოთ, ან – არა. მაგრამ ერთი რამ აშკარაა, ის აუცილებლად მიიპყრობს თქვენს ყურადღებას. მონაკოშიც ასე იყო. იქ ყველა მარკის სპორტული ავტომობილები არავის უკვირს, მაგრამ ქალაქ-სახელმწიფოში FV-Frangivento Asfane-ს გამოჩენამ დიდი ინტერესი გამოიწვია. ამ ავტომობილის კონცეპტუალური ვერსია პირველად ბოლონიის შარშანდელ მოტორ შოუზე გამოჩნდა, თუმცა რატომღაც, საავტომობილო სამყაროსთვის შეუმჩნეველი დარჩა. Asfane იტალიაშია დამზადებული. მისი სახელი იშიფრება, როგორც ფრაზა – “ამის გაკეთება შეუძლებელია”. მისი გარეგნობა ალბათ რაღაც მსგავსის თქმის საბაბს მოგცემთ. ისე კი, მის ფორმებში “ლამბოს” სტილთან რაღაც საერთოს ალბათ შენიშნავთ. სავარაუდოდ, ბაზისად „ლამბორგინის“ რომელიმე მოდელია გამოყენებული. Asfane-ს სიგრძე 4.6 მეტრია, სიგანე 2.05 მეტრი, სიმაღლე კი – მხოლოდ 1.15...

Read More

Rezvani Tank-ი უგზოობის 500-ცხენიანი მოდელია

პატარა კალიფორნიულმა კომპანია Rezvani Motors-მა, თავის ისტორიაში უგზოობის პირველი მოდელი შეიმუშავა, რომელსაც რატომღაც სახელად Tank-ი შეარქვა. კომპანია თავის ახალ შემოქმედებას ახასიათებს, როგორც „ექსტრემალურ ავტომობილს, რომელიც ცუდ და კარგ გზებზე გადაადგილებისთვის არის განკუთვნილი“. ავტომობილს უჩვეულოდ უხეში გარეგნობა, სამხედრო ავტომობილებისთვის დამახასიათებელი პატარა ფანჯრები და ძალიან კომფორტული სალონი აქვს. რაც მთავარია, უგზობის დიდ ბორბლებზე დგას და ძალიან მაღალი კლირენსითაც მიგვანიშნებს, რომ მისი სტიქია ცუდ გზებზე მოძრაობაა. სალონში ხუთი კომფორტული სავარძელი განლაგდა, რომლებიც ტყავითაა გაწყობილი. ცენტრალური კონსოლის შუა ნაწილში, ინფოტაინმენტ სისტემა და მისი სენსორული ეკრანი განლაგდა. სალონს მხოლოდ ერთზონიან კლიმატ კონტროლი ემსახურება. უკანა სეგმენტში იოლად შესაღწევად, ავტომობილს ეგრეთ წოდებული სუიციდური უკანა ორი კარი...

Read More

ამერიკელი სამართალდამცავები უგზოობისთვის ახალ პიკაპებს – Ford F-150-ებს მიიღებენ

აშშ-ში, მიჩგანის შტატის პოლიციის მთავარ სამმართველოში სპეციალური საპოლიციო პიკაპის Ford F-150-ის გამოცდები წარმატებით დასრულდა. ორმაგი კაბინის მქონე პიკაპი, რომელსაც F-150 Police Responder-ი უწოდეს,  სიჩქარის 10 საფეხურიანი ავტომატური კოლოფით და 3,5 ლიტრი მოცულობის ექვსცილინდრიანი ძრავით აჭიღურვება, რომელიც 357 ცხ.ძალა სიმძლავრეს გამოიმუშავებს. 100 კმ/სთ სიჩქარის ნიშნულის მიღწევისთვის ახალ საპოლიციო პიკაპს 6,4 წმ ესაჭიროება. გადაადგილების მაქსიმალური სიჩქარე 160 კმ/სთ-ია. აღჭურვილობის სტანდარტულ კომპლექტაციასთან ერთად, ავტომობილზე გაძლიერებული მუხრუჭები, ძრავას გაგრილების გაუმჯობესებული სისტემა, ქვედა მხრიდან ძრავა-ტრანსმისიის გაძლიერებული დაცვა, განივი მდგრადობის გაუმჯობესებული სტაბილიზატორები დაყენდა. უკანა პროექციიდან ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიებისგან დაცვისთვის, კაბინის უკანა ნაწილის სავარძლების საზურგეებში ფოლადის ფურცლები დამონტაჟდა. F-150 Police Responder-ის ტვირთამწეობა 900 კგ-ია. არსებული ინფორმაციით,...

Read More

G-Power-ის დამატებითი ცხენის ძალები M3-სთვის

გსმენიათ რამე BMW M3-ზე, რომელსაც Lamborghini Huracan-ზე მეტი სიმძლავრე აქვს? ალბათ არა. მაგრამ კომპანია G-Power-მა იზრუნა იმაზე, რომ პოპულარული ბავარიული ავტომობილის 4.0-ლიტრიანი V8 ძრავი სწორედ ასეთ ზღვრამდე გაეძლიერებინა. G-Power-ის ინჟინრებმა M3-ის აგრეგატის ოთხი ვერსია შეიმუშავეს. ისინი სიმძლავრით განსხვავდებიან. პირველ დონეზე ძრავი 520 ცხენის ძალას და 500 ნიუტონმეტრს ავითარებს. ანუ, სტანდარტული M3-ის აგრეგატზე 100 ცხენის ძალით და 100 ნიუტონმეტრით ძლიერია. სატუნინგო კომპანია ამ ძრავით აღჭურვილი ავტომობილის დინამიკურ მახასიათებლებს არ აქვეყნებს. სამაგიეროდ გვამცნობს, რომ ამ პაკეტის შეძენის მსურველს 5 999 ევროს გადახდა მოუწევს. მეორე დონის შემთხვევაში, 550 ცხენის ძალას და 525 ნიუტონმეტრს იძლევა. ეს პაკეტი წინაზე 1 000 ევროთი ძვირია. მესამე...

Read More


მოგვწერეთ Facebook-ზე!

Recent Videos

Loading...