დი მონტეძემოლო სოლიდურ კომპენსაციას მიიღებს
ფიატ კრაისლერი, ფერარის ყოფილ პრეზიდენტ ლუკა დი მონტეძემოლოს კომპენსაციის სახით 26.95 მილიონ ევროს გადაუხდის. ოღონდ, სანაცვლოდ მას იტალიურ-ამერიკული კომპანიის კონკურენტ კომპანიაში მუშაობა 2017 წლის მარტამდე ეკრძალება. აღნიშნული თანხიდან, „ფიატ კრაისლერი“ დი მონტეძემოლოს ანგარიშზე თითქმის ნახევარს – 13.25 მილიონ ევროს, 2015 წლის 31 იანვრამდე ჩაურიცხავს. დანარჩენ 13.71 მილიონს, რაც ხუთჯერ აღემატება 67 წლის დი მონტეძემოლოს ხელფასს, კი ოცი წლის განმავლობაში გადაუხდის. დი მონტეძემოლომ „ფერარის“ დატოვების შესახებ გუშინ გვამცნო. იტალიურ პრესასთან საუბრისას, მან ამის მიზეზად ის გარემოება დაასახელა, რომ მალე „ფიატ კრაისლერი“ (ფერარი მისი კუთვნილებაა) თავის აქციებს ნუ იორკის საფონდო ბირჟაზე გაიტანს, რაც მისი მთავარი აღმასრულებლის, სერჯო მარკიონეს ინიციატივაა. ჯერჯერობით სწორედ...
Read More