Author: SmartBox

ახალი მუსტანგის საწვავის ხარჯი

ახალი, მეექვსე თაობის მუსტანგის პირველი ჩვენება ჯერ კიდევ დეკემბერში გაიმართა, თუმცა ავტომობილი ბაზარზე ჯერაც არ გამოსულა, მთელი ამ დროის განმავლობაში კი „ფორდ“ მის შესახებ ინფორმაციას ულუფებად, პერიოდულად ავრცელებს, რითაც პოპულარული პინი ქარის აქტუალობას ინარჩუნებს. ამჯერად ავტომობილის საწვავის ხარჯის შესახებ ინფორმაციის ჯერი დადგა. თანაც, ეს ინფორმაცია აშშ-ის ენერგიის დეპარტამენტმა, გარემოს დაცვის სააგენტოს (EPA) მონაცემებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა. EPA-ს მიხედვით, სერია ეკობუსტის 2.3-ლიტრიანი ძრავით აღჭურვილი ვერსია, რომელზეც ძრავთან 6-საფეხურიანი მექანკური კოლოფია დაკავშირებული, ქალაქში ას კილომეტრს 10.69 ლიტრი საწვავით გადის, მაგისტრალზე კი ხარჯი მხოლოდ 7.59 ლიტრი ჰყოფნის. ავტომატური კოლოფის შემთხვევაში, ქალაქში ხარჯი 11.2 ლიტრია, მაგისტრალზე კი – 7.35 ლიტრი. უარესი მაჩვენბლებია 3.7-ლიტრიანი V6...

Read More

კარლი – ოპელის ოჯახს პირველი შვილი უბუნდება

ოპელმა თავისი უახლესი ავტომობილის, საბიუჯეტო ჰეჩბეკის სახელი გაგვაცნ, რომლის მსოფლიო პრემიერაც პარიზის მოტორ შოუზე გაიმართება. პატარა ხუთკარიან ავტომობილს „კარლი“ ჰქვია, კომპანიის დამაარსებლის, ადამ ოპელის უფროსი შვილის სახელი. „კარლი მოკლე, ცოცხალი და მიმზიდველი სახელია, რომელიც ოპელის ბრენდის ფასეულობებს – გერმანულ წარმომავლობას, ემოციურობას და ხელმისაწვდომობას წარმოგიდგენთ“, – ამბობს „ოპელის“ მარკეტინგის უფროსი მოხელე ტინა მიულერი. ბოლო 30 თვეში ეს უკვე მესამე პატარა ავტომობილია, „ადამის“ და ახალი თაობის „კორსას“ შემდეგ. ამგვარად, გერმანულ კომპანიას თავის ისტორიაში, მცირე და სუბკომპაქტურ კლასში ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი შეთავაზების პორტფელი ჩამოუყალიბდება. ამ სამი ავტომობილით, „ოპელი“ მყიდველთა ყველანაირი მოთხოვნის დაკმაყოფილებას შეძლებს. „პატარების“ სამეულიდან, ყველაზე დიდი „კორსაა“, რომლის სიგრძეც 4.0 მეტრს...

Read More

სუზუკი სვიფტი უფრო ეფექტური დურაჯეტ ძრავით აღიჭურვება

„სუზუკი“ უახლესი, სერია დუალჯეტის 1.2-ლიტრიანი ბენზინის ძრავს პირველად პოპულარულ ჰეჩბეკ „სვიფტზე“, მომავალი წლიდან გამოიყენებს. იაპონური კომპანიის განმარტებით, ესაა ძალიან ეფექტური ძრავი, რომელიც გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის მცირე შემცველობით გამოირჩევა. სასტენდო ტესტებმა, რომელსაც „სუზუკის“ ბრიტანული შტო ატარებს, გამოავლინა, რომ ამ ძრავით აღჭურვილი „სვიფტს“ ასი კილომეტრის გასავლელად 3.58 ლიტრი ბენზინი ჰყოფნის, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ატმოსფეროში მხოლოდ 99 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს. შედარებისთვის, ძველი 1.2-ლიტრიანი ძრავით აღჭურვილი „სვიფტი“ ას კილომეტრს 4.16 ლიტრი ბენზინით გადის, ატმოსფეროში კი 116 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს. საინტერესოა ისიც, რომ ახალი ძრავი ძველზე 4 ცხენის ძალით სუსტია და 90 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ამასთან, 2-ით მეტ, 120 ნიუტონმეტრ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს. საწვავის...

Read More

დი მონტეძემოლო სოლიდურ კომპენსაციას მიიღებს

ფიატ კრაისლერი, ფერარის ყოფილ პრეზიდენტ ლუკა დი მონტეძემოლოს კომპენსაციის სახით 26.95 მილიონ ევროს გადაუხდის. ოღონდ, სანაცვლოდ მას იტალიურ-ამერიკული კომპანიის კონკურენტ კომპანიაში მუშაობა 2017 წლის მარტამდე ეკრძალება. აღნიშნული თანხიდან, „ფიატ კრაისლერი“ დი მონტეძემოლოს ანგარიშზე თითქმის ნახევარს – 13.25 მილიონ ევროს, 2015 წლის 31 იანვრამდე ჩაურიცხავს. დანარჩენ 13.71 მილიონს, რაც ხუთჯერ აღემატება 67 წლის დი მონტეძემოლოს ხელფასს, კი ოცი წლის განმავლობაში გადაუხდის. დი მონტეძემოლომ „ფერარის“ დატოვების შესახებ გუშინ გვამცნო. იტალიურ პრესასთან საუბრისას, მან ამის მიზეზად ის გარემოება დაასახელა, რომ მალე „ფიატ კრაისლერი“ (ფერარი მისი კუთვნილებაა) თავის აქციებს ნუ იორკის საფონდო ბირჟაზე გაიტანს, რაც მისი მთავარი აღმასრულებლის, სერჯო მარკიონეს ინიციატივაა. ჯერჯერობით სწორედ...

Read More

მერსედეს AMG GT – პორშე 911-ის კიდევ ერთი მეტოქე

ეს დღეც დადგა – შტუტგარტის გარეუბან აფალტერბახში, „მერსედეს AMG-მ“ საკუთარ ბაზასთან, ახალი სუპერ ავტომობილი, AMG GT წარმოგვიდგინა, რომლითაც პოპულარულ SLS AMG-ს ცვლის. „მერსედეს AMG-მ“ ეს ავტომობილი საკუთარი ალებით შექმნა და მას „პორშე 911-ის“ კონკურენტად გვთავაზობს. ახალმა ავტომობილმა წინამორბედის პროპორციები და დიზაინის ელემენტები შეინარჩუნა, თუმცა ძირეულად განსხვავებული აგებულება აქვს. ახალი ავტომობილი სრულიად ახალ, ალუმინსგან შეკრულ სივრცულ სტრუქტურაზეა აწყობილი. ახალია დაკიდების დამოუკიდებელი სისტემაც, რომელიც ოთხივე ბორბალს შასისთან ორმაგი განივი ბერკეტებით აკავშირებს. და რა თქმა უნდა, ახალია ძრავი, რომელიც გერმანულმა კომპანიამ ადრევე გაგვაცნო. ადრინდლივით, ყოველ ძრავს ერთი ადამიანი – ინჟინერი ააწყობს და მის ხარისხზე პასუხისმგებელიც თავად იქნება. ესაა 4.0-ლიტრიანი წყვილ ტურბოკომპრესორიანი V8,...

Read More


მოგვწერეთ Facebook-ზე!

Recent Videos

Loading...