Author: SmartBox

General Motors–ი სპორტულ ელექტრომობილს შექმნის და უახლოეს მომავალში შიდაწვის ძრავაზე უარს იტყვის

უახლოეს მომავალში ამერიკული ავტოგიგანტის General Motors–ის სამოდელო რიგი სპორტული ელექტროქარით შეივსება. ამ გადაწყვეტილების თაობაზე კომპანიას ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. თუმცა თვის დასაწყისში ნაჩვენებ ახალ სარეკლამო რგოლში, რომელიც კომპანიის სამომავლო გეგმებს ეხებოდა ერთი საინტერესო მოდელი იყო შემჩნეული. შედარებით მოკლე ავტომობილს გრძელი კაპოტი და უკანა საბურავების მასიური თათები ჰქონდა. კულუარული ინფორმაციით, ავტომობილის წარმოება Cadillac–ის მარკით მოხდება. თუ სპორტული ელექტროქარის გარშემო ინფორმაცია ამ ეტაპზე ბურუსითაა მოცული, საკმაოდ მკაფიოდ არის ცნობილი კომპანიის სამომავლო გეგმები. მსოფლიოში უმსხვილესი ავტომწარმოებელი General Motors–ი, რომლის გაყიდვებმაც შარჩან ოფიციალური მონაცემებით 9,5 მლნ ავტომობილი შეადგინა, მთლიანად ელქტრო ავტომობილების წარმოებაზე აპირებს გადასვლას. უახლოესი 18 თვის განმავლობაში კომპანია ორ სრულიად ახალი...

Read More

Corvette-ის ისტორია, რომელიც გარაჟში 45 წელი იმტვერებოდა

გამოცემა Hot Rod-მა თავის ფურცლებზე 1972 წელს გამოშვებულ კაბრიოლეტ Chevrolet Corvette-ს ისტორია გაგვაცნო, რომელმაც დაზღვევის სიძვირის გამო, 45 წელი გარაჟში გაატარა. მისი ისტორია სწორედ 1972 წელს დაიწყო, როცა 22 წლის ჯიმ კევანმა Corvette ZR1-ის ყიდვა გადაწყვიტა. მან კომპანიის დილერ Grabiak Chevrolet-ს მიაკითხა და დღეს უკვე ლეგენდარული Corvette ZR1 შეუკვეთა. მას ამის ფული კი ჰქონდა, მაგრამ კომპანიის ერთ-ერთ თანამფლობელს ურჩევია, რომ ZR1 პატარა ბიჭისთვის მეტისმეტად მძლავრი ავტომობილია და ღია Corvette Convertible ეყიდა. კევანმა დაუჯერა. მან 454 Corvette იყიდა რაშიც სულ რაღაც, 6 200 დოლარი (იმ დროს სოლიდური თანხა იყო) გადაიხადა. მაგრამ მალე მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა. ეს მას შემდეგ მოხდა,...

Read More

ჯოისტიკით მართულმა Nissan GT-R-მა 211 კმ/სთ სიჩქარე აკრიფა

პოპულარულ ვიდეო თამაშ Gran Turismo-ს გამოსვლიდან 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, კომპანია Nissan-მა თავის სუპერ ავტომობილ GT-R-ის ჯოისტიკით დისტანციურად მართვადი ვერსია შეიმუშავა. ამ ავტომობილით, GT  აკადემიის გამარჯვებულმა და ლე მანის 24-საათიანი რბოლის მონაწილე იან მარდენბორომ, ბრიტანულ სარბოლო ტრეკ სილვერსტოუნზე გამორჩეული მიღწევა დააფიქსირა. ავტომობილი ოთხი რობოტით აღიჭურვა, რომლებიც საჭეს, ტრანსმისიას, მუხრუჭებს და აქსელერატორს მართავენ და შეერთებულია კომპიუტერთან, რომელიც თავის მხრივ, რადიოკავშირით PlayStation-ის მართვის სისტემა DualShock 4-თან არის დაკავშირებული. გარბენი სილვერსტოუნის ერთ-ერთ ყველაზე მოკლე წრეზე ჩატარდა. ავტომობილის უკეთ გასაკოტროლებლად, მარდენბორო პატარა ვერტმფრენის სავარძელზე მოთავსდა და ავტომობილს ფრენისას მართავდა. პირველ ცდაზე, უჩვეულო ტანდემმა წრე 1 წუთსა და 17.47 წამში გაიარა და 122 კმ/სთ...

Read More

Ferrari უგზოობის მოდელს გამოუშვებს

Ferrari დიდხანს ირწმუნებოდა, რომ არ აყვებოდა საყოველთაო ტრენდს და არ დაიწყებდა უგზოობის მოდელის წარმოებას. მაგრამ მუდმივი არაფერია, მითუმეტეს მაშინ, როცა ახალ საქმეს ფული მოაქვს. უგზოობის ავტომობილების პოპულარობა და შესაბამისად, ამ სეგმენტის მომგებიანობა კი მუდმივად იზრდება. და ამან მარანელოელებს, კერძოდ კი მათს შეფ სერჯო მარკიონეს აზრი შეაცვლევინა. CNBC-სთან საუბრისას, მარკიონემ განმარტა, თუ რა არის მისი კომპანიის ენაზე უგზოობის ავტომობილი და ელექტრიფიკაცია. და მან ისიც აღიარა, რომ Ferrari უგზოობის მოდელზე (რომლის კოდური სახელიცაა F16X) აუჩქარებლად, მაგრამ მუშაობს. რა თქმა უნდა, ამ სიახლეს Ferrari-ს თაყვანისმცემლები არ მოიწონებენ. მაგრამ მათთვის უფრო საინტერესო ის ავტომობილებია, რომლების ადგილიც კოლექციონართა გარაჟებშია. მაგალითად, კლასიკური 250 GTO და...

Read More

საქართველოს ჩემპიონატის ფინალი დრიფტში

15 ოქტომბერს, კვირა დღეს რუსთავის ავტოდრომზე დრიფტში საქართველოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპი ჩატარდება. ასპარეზი როგორც პროფესიონალურ ასევე მოყვარულ პილოტებს შორის გაიმართება. ფინალური ეტაპი 13:00 საათზე დაიწყება. იქამდე ასპარეზში მონაწილე მრბოლელები კვალიფიკაციის ეტაპს გაივლიან. შეჯიბრში მონაწილეთა ზუსტი რაოდენობა ამ ეტაპზე ცნობილი არ არის, ვინაიდან პარასკევს დაწყებული რეგისტრაცია მხოლოდ შაბათს დილით დასრულდება. დრიფტის ჩემპიონატზე დასწრების მსურველები ბილეთის შეძენას ადგილზე შეძლებენ. ბილეთის ღირებულება 5 ლარია. ორგანიზატორების – საქართველოს დრიფტის და დრაგის ფედერაციის თქმით, წინ წლის ჩემპიონის გამოსავლენად დაძაბული სანახაობა გველის. იქნება ბევრი ბოლი, დადებითი ემოციები და მაყურებლებისთვის გათამაშებული უამრავი პრიზები! ღონისძიების განრიგი კი ასე გამოიყურება: 09:00 – რეგისტრაცია; 10:00 – ბრიფინგი; 12:20 – კვალიფიკაცია...

Read More


მოგვწერეთ Facebook-ზე!

Recent Videos

Loading...