მართალია, მეორე თაობის Audi TT-ს წარმოება შარშან შეწყდა, მაგრამ გერმანულმა სატუნინგო კომპანია HPerformance-მა თავისი ახალი მონსტრის დასამზადბლად, სწორედ ის, უფრო სწორედ, მისი RS ვერსია შეარჩია. სტანდარტული შესრულებით, ამ ავტომობილის 2.5-ლიტრიანი ხუთცილინდრიანი ძრავი, 335 ცხენის ძალას და 450 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს.

750-PS-HPerformance-Audi-TT-RS-1

ინჟინრებმა, რომ იტყვინ, ძრავისგან ყველაფერი გამოწურეს, რის შემდეგაც, მისმა სიმძლავრემ 750 ცხენის ძალას მიაღწია, მაქსიმალურმა მაბრუნმა მომენტმა კი – 880 ნიუტონმეტრს. საგენტო არ აკონკრეტებს იმ ინჟინრულ გადაწყვეტებს, რომელთა წყალობითაც ამ ხუთცილინდრიანი ძრავისგან ნამდვილი მონსტრი მიიღო. სამაგიეროდ გვამცნობს რომ გაძლიერების შემდეგ, აგრეგატი თავის მიერ დამზადბული გამოსაბოლქვი კოლექტორით, GTX-35 ტურბო კომპრესორით, ახალი ინტერქულერით, ჰაერის შემშვები სისტემით და საწვავის მძლავრი ტუმბოთი აღჭურვა. ოპტიმიზაცია ჩაუტარდა ფრქვევანებს. ამასთან, ავტომობილი R8-ს სამუხრუჭე სისტემით აღიჭურვა.

HPerformance TTRS-3

ავტომობილის ასეთი „გამხეცებისთვის“ საჭირო კომპლექტი 50 000 ევრო ღირს, თუმცა კომპანია მყიდველს განსხვავებულ ტურბო კომპლექტსაც სთავაზობს, რომლის შემთხვევაშიც, სიმძლავრე 600 ცხენის ძალამდე კლებულობს, მისი ფასი კი 9 999 ევროა.

HPerformance TTRS-15

HPerformance TTRS-12