წყვილ ტურბოიანი V10 ძრავით აღჭურვილი Audi R8 ისედაც გამორჩეულია სუპერ ავტომობილების ვიწრო კლასში. მაგრამ არიან ადამიანები, ვისთვისაც მისი 610 ცხენის ძალა და 560 ნიუტონმეტრი ადრენალინის სასურველი დოზის მისაღებად, არასაკმარისი წყაროა. სწორედ ასეთების მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად, ამერიკულმა სატუნინგო კომპანია Underground Racing-მა, ამ ავტომობილის ძრავის ფორსირების რამდენიმე პაკეტი შეიმუშავა, საერთო სახელით Audi R8 Plus.

New-Audi-R8-Plus-To-3

სტანდარტული შესრულებით, Audi R8-ს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად 3.2 წამი ჰყოფნის, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 330 კმ/სთ-ს აღწევს. მაგრამ ეს ყველაფერი ფერმკრთალდბა იმასთან, რასაც თავის მყიდველს Underground Racing-ი სთავაზობს.

R8 Plus-ის ყველაზე სუსტი ვერსია, 93 ოქტანობის ბენზინის გამოყენებით, 800 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ეს პაკეტი 49 000 დოლარად არის შეფასებული. პირველი საფეხურის სრულყოფის შედეგად შემუშავებული პაკეტის ფასი 59 000 დოლარია. ამის სანაცვლოდ, მყიდველის განკარგულებაში 900 ცხენის ძალა იქნება, ოღონდ სარბოლო საწვავზე. სრულყოფის მეორე საფეხურის შემთხვევაში, რომელიც მყიდველს 69 000 დოლარი დაუჯდბა, 93 ოქტანობის ბენზინზე სიმძლავრე 850 ცხენის ძალაა, სარბოლო საწვავის შემთხვევაში კი – 1000 ცხენის ძალა.

New-Audi-R8-Plus-To-2

კიდევ უფრო მძლავრ ძრავებს სთავაზობს მყიდველს მესამე საფეხური. მისი ფასი 99 000 დლარია. ამ შემთხვევაში, სარბოლო საწვავზე სიმძლავრე 1 250 ცხენის ძალას აღწევს, ამ დონეზე მოდიფიკაცია ძრავსაც უნდა ჩაუტარდეს, რაც წინა საფეხურების შემთხვევაში არ კეთდება. და ამით Underground Racing-ის შეთავაზება არ შემოიფარგლება. ის მყიდველს კიდევ უფრო მეტ ცხენს ძალასაც სთავაზობს.

ესაა ვერსიები Race Version TT და X Version TT. პირველ შემთხვევაში, ძრავის სიმძლავრე 1 500 ცხენის ძალას აღწევს, ოღონდ მხოლოდ სარბოლო საწვავზე. მეორე შემთხვევაში, 93 ოქტანობის ბენზინზე სიმძლავრე 1 200 ცხენის ძალაა, სარბოლო საწვავზე კი – 2 200 ცხენის ძალა!

New-Audi-R8-Plus-To-1

ასეთი სიმძლავრის გადამუშავებას, 7-საფეხურიანი LDF ტრანსმისია ახერხებს, რომელიც ძრავს ორქუროიანი გადაბმულობით უკავშირდება. პილოტს რა თქმა უნდა, ლონჩ კონტროლი ეხმარება. გარდა ამისა, ძრავის და ტრანსმისიის კონტროლისთვის, Underground Racing-მა სპეციალური ელექტრონული სისტემა შეიმუშავა.