Audi დეტროიტის მოტორ შოუზე უგზოობის კონცეპტუალური ავტომობილით წარდგება, რომელიც ბაზარზე 2019 წელს უნდა გამოვიდეს. მისი სახელია Q8 e-tron quattro, რომელიც ელექტრული ძალური დანადგარით არის აღჭურვილი. და რაც ასევე მნიშვნელოვანია, გავრცელებული ფოტო ტიზერებით შეიძება ითქვას, რომ გარეგნულად წინა e-tron-ებისგან განსხვავდება.

გარეგნობაში ერთ-ერთი გამორჩეული ელემენტი, უკანა საყრდენია, რომელიც 1980-იანი წლების „კვატროების“ ამავე ელემენტს მოგაგონებთ. ავტომობილის სახელში ასო Q სწორედ ძველ სახელს (Quattro) გვახსენებს და გვეუბნება, რომ ეს ავტომობილი გენეტიკურად სწორედ იმ ლეგენდარული ავტომობილების შთამომავალია. ოღონდ, ამ ავტომობილით „აუდი“ რალის მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას არ აპირებს. ეს ავტომობილი მათთვის უნდა იყოს, ვისთვისაც Q7 ცოტა მოსაწყენია.

ამ ავტომობილის გარდა, გერმანული კომპანია დიდი გულმოდგინებით ამზადებს ახალი კოკპიტის დიზაინს, რომელშიც მექანიკური გადამრთველები აღარ იქნება. კოკპიტს პირველად ისევ და ისევ, Q8-ს მეშვეობით გვიჩვენებენ. სერიულ მოდლებს შორის პირველად ამ ახალ კონცეპციას უახლეს A8-ზე დანერგავენ, შემდეგ კი ის სხვა მოდელებზეც, მათ შორის, Q8-ს სერიულ ვერსიაზეც, გადაინაცვლებს.