Audi დაინტერესებულია ჰიპერ ავტომობილის გამოშვებით, რომელიც კონკურენციას Mercedes-AMG-ს ჯერაც არგამოშვებულ Project One-ს (რომელსაც ფორმულა 1-ის ძრავი ექნება) და Aston Martin-ის ჯერაც კონცეპტუალურ Valkyrie-ს გაუწევს.

„ჩვენ განვიხილავთ ყველა შესაძლებლობას, რომლებსაც ახალი ტექნოლოგიები იძლევა. ბევრი საინტერესო იდეა მუშავდება. მათ შორისაა ფორმულა E-ს ჩემპიონატში მონაწილეობა, ელექტრული ტექნოლოგიების განვითარება და ჰიპერ ავტომობილი“, – ამბობს „აუდის“ მთავარი აღმასრულებელი რუპერტ შტადლერი.

ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არაა ასეთი ავტომობილის გამოშვება. შესაბამისად, არც ისაა ცნობილი, ის ელექტრომობილი იქნება, თუ ჰიბრიდული დანადგარით აღიჭურვება, როგორც Project One და Valkyrie. გერმანული კომპანიის განკარგულებაშია ის ტექნოლოგიები, რომელთა დახმარებითაც, მისი სარბოლო საჯინიბო გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატში და ლე მანის რბოლებში დომინირებდა.

Audi Sport-ის შეფ სტეფან ვინკელმანს ნათქვამი აქვს, რომ ჰიპერ ავტომობილი ბრენდის ღირებულებისთვის შესანიშნავი საიმიჯო ფლაგმანი იქნება. მისივე თქმით, ის ამბობს, რომ მოტორსპორტში წარმატებული აქტივობა, კომპანიას მომავლის ტექნოლოგიების შემუშავებასა და მათს სერიულ მოდლებზე დანერგვაში ეხმარება.

შტადლერი ამბობს, რომ Audi თავისი ჰიპერ ავტომობილისთვის ლე მანის პროტოტიპზე გამოყენებული ტექნოლოგიების გამოყენებას განიხილავდა, თუმცა ეს ვარიანტი შეყოვნდა, რადგან კომპანია პირველ ეტაპზე, ამ ტექნლოგიების შემდგომ განვითარებას გეგმავს.