გამოწვევას, რომელშიც გერმანული საავტომობილო კომპანია ჩაება, LUNAR XPRIZE ჰქვია და ის Google-ის მიერ არის ორგანიზებული. ეს არის კონკურსი, რომელიც კოსმოსში მოგზაურობას უკავშირდება და მასში გამარჯვებას მოიპოვებს ის პროექტი, რომელიც ადამიანს კოსმოსთან რეალურად დაახლოების საშუალებას მისცემს.

news-2015-audi-moon-mission-4

კონკურსის მთავარი პრიზის მოცულობა 30 მილიონი დოლარია. მის მოსაპოვებლად, 16 ჯგუფი იბრძვის და მათ შორისაა Audi, რომელსაც ამ საქმეში პარტნიორობას ბერლინში ბაზირებული საინჟინრო ჯგუფი უწევს, რომელიც რამდენიმე ცნობილ მეცნიერს აერთიანებს.

პროექტს, რომლითაც ინგოლშტადტელები მთვარის კონკურსში მონაწილეობენ, Lunar Quattro ჰქვია. ის დიდი სიმტკიცის ალუმინისგან არის დამზადებული, კომპაქტური გაბარიტებით გამოირჩევა და მხოლოდ 35 კილოგრამს იწონის. მანქანას ოთხივე მართვადი ბორბალი აქვს, რომლებსაც 360 გრადუსით შეუძლია მოტრიალება და შესაბამისად, უბადლო მართვადობით გამოირჩევა, რაც მთვარის გრუნტზე ძალიან გამოადგება. ამასთან, Lunar Quattro-ს მაქსიმალური სიჩქარე, სულ რაღაც, 3.6 კილომეტრია საათში.

news-2015-audi-moon-mission-1

კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია, რომ გუნდი 90 პროცენტით კერძო დაფინანსებაზე იყოს. გარდა ამისა, გუნდმა უნდა შეძლოს თავისი სრულიად ავტომატური მანქანის მთვარეზე ტრანსპორტირება, სადაც სულ ცოტა, 500 მეტრის გავლა ევალება. ამასთან, იქიდან მაღალი გარჩევადობის ფოტოები და ვიდეოჩანაწერები უნდა გამოაგზავნოს.

Audi და მისი პარტნიორი ჯგუფი იმედოვნებენ, რომ Lunar Quattro-ს მთვარეზე 2017 წლის ბოლომდე გაგზავნიან. დაშვება მთვარის ეკვატორულ ნაწილში იგეგმება, დაახლოებით იქ, სადაც NASA-მ თავის დროზე, თავისი პილოტირებადი მისიები გააგზავნა.

news-2015-audi-moon-mission-5