როგორც Audi-ს ამერიკული შტო აცხადებს, 2017 წლის Audi A4 Ultra ყველაზე ეკონომიური პრემიუმ სედანია თავის კლასში. გარემოს დაცვის სააგენტოს (EPA) მიერ შემოწმებული მონაცემებით, ამ ავტომობილის ყველაზე ეკონომიურ ვერსიას, შერეული ციკლით გადაადგილებისას ასი კილომეტრის გასავლელად 7.5 ლიტრი ბენზინი ჰყოფნის.

ეს ავტომობილი აღჭურვილია 2.0-ლიტრიანი TFSI ტურბო ძრავით, რომელიც 190 ცხენის ძალას და 320 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ამ აგრეგატით, ავტომობილს ადგილიდან ასის ასაკრეფად 7.1 წამი ჰყოფნის, EPA-ს შეფასებით, ქალაქში ას კილომეტრზე 8.7 ლიტრ ბენზინს მოიხმარს, მაგისტრალზე კი 6.3 ლიტრიც ჰყოფნის.

ამ ძრავის ეკონომიურობის მთავარი ფაქტორი, წვის პროცესის ახალი მეთოდია, რომელიც შეკუმშვის შედარებით მოკლე ფაზას და გაფართოების გრძელ ფაზას მოიცავს. კუმშვის ხარსხი 9.6:1-დან 11.7:1-მდე გაიზარდა. ამ ყველაფრით გაუმჯობესდა როგორც ძრავის ეფექტურობა, ასევე მისი სიმძლავრე და მაქსიმალური მაბრუნი მომენტიც.

ამ ავტომობილის ინტერიერი ერთგვარი ვირტუალური კოკპიტია, სადაც ოპციით MMI ყველაფერი-შეხებით სისტემის დაყენება შეიძება. აქვეა ინგოლშტადტელების მიერ, საკუთარი ძალებით შემუშავებული კავშირის ინფოტაინმენტ სისტემა, ასევე დაცვის სისტემა, რომელიც კავშირის 4G LTE სისტემასთან არის უნიფიცირებული.

გარდა ამისა, ავტომობილი აღჭურვილია დღის LED-ფარებით, ასევე LED-გაბარიტული ფარებით, 17-დუიმიანი, 5-წკირიანი ბორბლებით, ქსენონის მთავარი ფარებით. LED-განათება ინტერიერშიც არის გამოყენებული, სადაც კომფორტს ტყავის სავარძლები და სამზონიანი კლიმატ კონტროლი უზრუნველყოფს.