Aston Martin-მა ჟენევის მოტორ შოუზე, თავისი პირველი ჰიპერ ავტომობილი წარადგინა, რომლის სახელიც, ევროპულ დებიუტამდე რამდენიმე დღით ადრე გაგვაცნო. ავტომობილს, რომლის შემუშავებაშიც ფორმულა 1-ის გუნდმა „რედ ბულმაც“ მიიღო მონაწილეობა, Valkyrie ჰქვია.

„ვალკირია“ ჰიბრიდული აგრეგატით არის აღჭურვიული, რომლის ძირითად ნაწილსაც სარბოლო ძრავების წარმოებაზე სპეციალიზებულ კომპანია Cosworth-ის (კოსუორტის) 6.5-ლიტრიანი ატმოსფერული V120 ძრავი წარმოადგენს, რომლის სიმძლავრე 900 ცხენის ძალას აღწევს. მასთან წყვილში ფორმულა 1-ის ტიპის ენერგიის აღდგენის სისტემა მუშაობს. ამ სისტემასთან ინტეგრირებულია ელემენტების ბლოკი, რომელიც „ვალკირიასთვის“ ხორვატულმა Rimac-მა დაამზადა.

ჰიბრიდულ აგრეგატზე მეტად, ჰიპერ ავტომობილი თავისი აეროდნმიკით არის გამორჩეული. ამ მიმართულებით, პროექტზე „რედ ბულის“ სახელოვანმა ინჟინერმა ედრიან ნიუიმ იმუშავა, რომელმაც ყურადღება მანქანის ძირში გამავალი ჰაერის ჭავლის მოწესრიგებასა და სასურველი მიმრთულების მიცემაზე გაამახვილა. ასეთი აეროდნმიკის წყალობით, მაღალი სიჩქარით მოძრაობისას, ავტომობილის გზასთან ჩაჭიდების ძალა 1 800 კილოგრამით (!) იზრდება. ამის წყალობით, „ვაკლირიას“ თეორიულად, მოსახვევების 4g ცენტრიდანული აჩქარებით გავლის უნარი აქვს.

ავტომობილის კონსტრუქცია ძირითადად კარბონის კომპოზიტით შეიქმნა, რაც მის სიმსუბუქეს განაპირობებს. მზიდი სტრუქტურა მტკიცე და გვერვითი დატვირთვებისადმი მედეგია, რაც მოსახვევების სწრაფად და სტაბილურად გავლის საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, ავტომობილის წონის და სიმძლავრის ფარდობა 1:1-ზეა, რაც ბრწყინვალე მაჩვენებელია.

ჟენევაში ცნობილი გახდა, რომ „ვალკირიასთვის“ საბურავებს სპეციალურად შეიმუშავებს Michelin-ი, რომელმაც Bugatti Chiron-ის და Shelby GT350-ისთვისაც დაამზადა საბურავები. „ასტონის“ ჰიპერ ავტომობილის წინ 265/35 ZR 20 ზომის საბურავები დადგება, უკან კი – 325/30 ZR 21 ზომისა.