Aston Martin-მა და ფორმულა 1-ის ოთხგზის ჩემპიონმა Red Bull Racing-მა თავიანთი პირველი ერთობლივი პროექტი – ჰიპერ ავტომობილი AM-RB 001 გაგვაცნეს, რომელიც დახვეწილი აეროდინამიკით და კოკპიტის განსხვავებული შეთანწყობით გამოირჩევა და აღჭურვილია V12 ძრავით, რომლის სიმძლავრეც საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილის სიმძლავრის და წონის ფარდობა 1:1-ზე იყოს.

Aston Martin AM-RB 001-2

AM-RB 001 საგზაო პირობების გათვალისწინებით არის შემუშავებული და იმავდროულად, სარბოლო ტრეკზე, ყველა სხვა ავტომობილზე უკეთ ასპარეზობის უნარი ექნება. თუმცა ცნობილია, რომ მომავალი მყიდველები, მხოლოდ მის სარბოლო შესაძლებლობებით არიან დაინტერესებულები. ცნობილია, რომ AM-RB 001-ის სატრეკო ვერსიაც შემუშავების სტადიაშია და ის ისეთივე სწრაფი იქნება, როგორებიც ლე მანზე მოასპარეზე LMP1 კლასის სარბოლო პროტოტიპებია.

AM-RB 001-ის შექმნაზე მუშაობდნენ „რედ ბულ რეისინგის“ ტექნიკური დირექტორი ედრიან ნიუი, „ასტონ მარტინის“ აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი მარეკ რაიხმანი და ამავე კომპანიის ვიცე პრეზიდენტი, სპეციალური ოპერაციების შეფი დევიდ კინგი. ახალ ავტომობილს აქვს რადიკალური აეროდინამიკა, რისი წყალობითაც, „ჩაჭიდების უპრეცედენტო დონით“ გამოირჩევა.

Aston Martin AM-RB 001-4

AM-RB 001 აგებულია კარბონის კომპოზიტისგან დამზადებულ მსუბუქსა და მტკიცე სტრუქტურზე. ავტომობილის შეთანწყობა და აეროდინამიკა ნიუის მიერ არის შემუშავებული, რომელმაც მანქანის ქვემოთ მოძრავ ჰაერის ნაკადებზე გაამახვილა ყურადღება. ამის წყალობით, რაიხმანმა შეიმუშავა სტილი, რომელიც კარგად შეეფერება Aston Martin-ს.

ინოვაციებით გამოირჩევა დაკიდების სისტემა და ტრანსმსია. ისინიც ნიუიმ შეიმუშავა და Red Bull Advanced Technologies-მა განახორციელა და სრულყო. ამ მხრივ, ინჟინერთა მიზანს წარმოადგენდა ის, რომ საკიდარმა მაღალ სიჩქარეზე, ექსტრემალური აეროდინამიკის მიერ გამომუშავებული ჩაჭიდების ძალას გაუძლოს. ამასთან, მძღოლს მის ერთადერთ მგზავრს კომფორტი უნდა შეუქმნას საერთო სარგებლობის გზებზე გადაადგილების დროს.

Aston Martin AM-RB 001-6

სანამ პროექტი დასრულდება, AM-RB 001-ზე მუშაობას, Aston Martin-ი და Red Bull Advanced Technologies-ი გააგრძელებენ. ავტომობილს კი „ასტონის“ გეიდონის ქარხანა გამოუშვებს. სულ 99-150 ცალი AM-RB 001 დამზადდება. ამ რიცხვში შევა ყველა სამუშაო პროტოტიპი და მხოლოდ ტრეკზე ორიენტირებული 25 ავტომობილი.