წარმოუდგენელი, ანუ ისეთი, როგორიც ჯერ არცერთ საგზაო ავტომობილს არ ჰქონია. უფრო მეტიც, Aston Martin-ის და Red Bull Racing-ის ერთობლივი პროდუქტი, ზოგი პარამეტრით ფორმულა ერთის ბოლიდებსაც კი მისცემს ფორას. როგორც პროექტის მთავარი შემოქმედი, ფ1-ის ავსტრიულ გუნდ “რედ ბულის” ტექნიკური დირექტორი ედრიან ნიუი ამბობს, ავტომობილის სატრეკო ვერსიის ჩაჭიდების ძალა 1814 კილოგრამს მიაღწევს.

aston-redbull-am-rb-001-hypercar-10

უფრო მეტიც, AM-RB 001-ს მოსახვევების 4g გვერდითი აჩქარებით გავლის უნარი ექნება. შედარებისთვის, ფორმულა 1-ის ავტომობილს მოსახვევის 3.5g გადატვირთვით გავლა შეუძლია. McLaren-ის ჰიპერ ავტომობილ P1 GTR-ის შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი “მხოლოდ” 2.5g-ს შეადგენს.

ასეთ მონაცემებს უზრუნველყოფს ავტომობილის ძირზე არსებული არხი, რომელიც წინა ნაწილში „შეგროვილ“ ჰაერის ნაკადს იმგვარად მიმართავს, რომ ავტომობილს არც დიდი ზომის უკანა ანტი ფრთა დასჭირდება, რომელიც ჰაერისადმი შემხვედრ წინააღმდეგობას გაზრდიდა და არც აშკარად გამოკვეთილი აეროდინამიკური ელემენტები.

aston-redbull-am-rb-001-hypercar-9

ნაკლები წინააღმდეგობის წყალობით, ჰიპერ ავტომობილი დინამიკური მახასიათებლებითაც შეუდარებელი იქნება. ის მაქსიმალურ სიჩქარეს – 320 კმ/სთ-ს სულ რაღაც, 10 წამში მიაღწევს, მაქსიმალური სიჩქარიდან გაჩერებამდე კი 5 წამიც ეყოფა. ასეთი რამ, თვით Koenigsegg One:1-საც კი არ შეუძლია.

Aston Martin Red Bull AM-RB 001-ის მშრალი წონა მხოლოდ 1 000 კილოგრამი იქნება. ავტომობილი აღიჭურვება ატმოსფერული V12 ძრავით, რომლის ბრუნთა რიცხვიც 10 000 ბრ/წთ-ის ფარგლებში იქნება. სავარაუდოდ, ის უნდა იყოს ჰიბრიდული ძალური დანადგარის მთავარი ნაწილი. აგრეგატის ჯამური სიმძლავრე 1 000 ცხენის ძალას მიაღწევს.

როგორც პროექტის ავტორები ამბობენ, მათი ქმნილება სპა ფრანკორშანის ავტოდრომის ერთ წრეს, ორ წუთზე ნაკლებში გაივლის, ანუ LMP1 კლასის სარბოლ პროტოტიპზე სწრაფად.

სულ 175 ცალი ამგვარი ავტომობილის დამზადება იგეგმება, რომელთაგან 25 ცალი სატრეკო ვერსია იქნება. მისი შეძენის მსურველს, ასეთი კი ბევრია, დაახლოებით 3 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს.